Author Archives:

„წითელი წიგნი” – (ეპიზოდი)

როგორც ცნობილია,იშვიათი,გადაშენებული და გადაშენების საფრთხის პირას მისული ცხოველებისა და მცენარეების სახეობების ნუსხით შედგენილი ანოტირებული წიგნი,რომელსაც „წითელი წიგნის” სახელწოდებით მოვიხსენიებთ დღემდე,პირველად 1963 წელს იქნა გამოცემული სწავლულების 15 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად და მასში სულ 211 სახეობისა და ქვესახეობის ძუძუმწოვრები იყვნენ შეყვანილნი.

ლეგენდები თეთრყვავილას შესახებ…

კაცობრიობა დღემდე დარწმუნებულია,რომ ამარილისებრთა ოჯახის პატარა ზომის მქონე მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე – თეთრყვავილა,რომელიც განსაკუთრებული სიმრავლით კავკასიის რეგიონშია გავრცელებული,სხვა ყვავილებზე ადრე გაჩნდა ჩვენს პლანეტაზე.

კონდრატე თათარაშვილი – „ეპიზოდი”

უცხოეთში ხანგრძლივი იძულებითი ყოფნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ „უიარაღოდ” წოდებულ „მამლუქის” ავტორს - კონდრატე თათარაშვილს (1872-1929 წლები) „ლაღიძის წყლებთან” დიდი ხნის უნახავი მეგობარი,სახელოვანი ქართველი მწერალი – დავით კასრაძე შემოხვდა.მონატრებული ძმები ერთმანეთს ჩაეხვივნენ.გამვლელები ჩერდებოდნენ ქუჩაში.

უცნობი ფაქტები რობერტ ლუის სტივენსონის ბავშვობიდან…

შუქურების მშენებელი მდიდარი ინჟინრის – ტომაზ სტივენსონის ერთადერთი ვაჟი – რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები),რომელიც მოგვიანებით ინგლისური ნეორომანტიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელ მწერლად ჩამოყალიბდა,პატარაობიდანვე სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.

თომას ჰობსის შესახებ…

გენიალური ინგლისელი ფილოსოფოსი – თომას ჰობსი (1588-1679 წლები),რომელიც ქვეყნიერებას დედის ნაადრევი მშობიარობის შედეგადაც მოევლინა (ქალს მშობიარობა დაუჩქარა შიშმა,რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ ინგლისის სანაპიროებთან ესპანური არმადის გამოჩენის შესახებ),მოგვიანებით აღნიშნული მოვლენის შესახებ ერთობ მრავლისმეტყველად წერდა – „ჩემმა დედამ ტყუპები გვშობა: მე და შიშიო”.

ამონარიდები ოთარ ჭილაძის დიდებული რომანიდან – „მარტის მამალი”

„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს გესმის?! არ მიითვისო, რისი მითვისებაც არ შეიძლება: სხვისი აკვანი, ანდა, სხვისი საფლავი; სხვისი წუხილი, ანდა, სხვისი სიხარული; სხვისი სალოცავი, ანდა, სხვისი საგოდებელი”.

ასე ახასიათებდა გალაკტიონს აკაკი გაწერილია…

„იჭირვეულა, იუცხოვა, იხმაურა. სძულდა. უყვარდა. ფათურობდა. მთვრალობდა. ფხიზლობდა.

ჟან კალვინის შესახებ…

კალვინიზმის ფუძემდებელ ფრანგ ღვთისმეტყველს,თეოლოგსა და რეფორმატორს – ჟან კალვინს (1509-1564 წლები) რამდენიმე ხნის განმავლობაში ნავარის დედოფლისა და საფრანგეთის პრინცესის – მარგარიტა ნავარელის სასახლის კარზე მოუხდა ფუფუნებაში ყოფა-ცხოვრება,თუმცა მას ასევე მოუხდა ყოფა-ცხოვრება როგორც დევნილობაში მყოფ გაღატაკებულ გლეხს.

რა პირობებში აღიზარდა რობერტ ბერნსი?

შოტლანდიის ეროვნულ პოეტად აღიარებული - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა.

სტენდალი – „ეპიზოდი”

ილუზიებისა და წარმოსახვების ტყვეობაში მყოფი გენიალური ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი,ხუთი წლის განმავლობაში უნუგეშოდ იყო შეყვარებული ქალზე,ვინმე – ვიქტორია მუნიეზე.