Category Archives: სხვა
თენგიზ ბუაჩიძე წერდა…
“წინათ ხშირად მიფიქრია,რა არის ადამიანის არსებობის საწყისთა საწყისი? ბავშვისათვის ალბათ დედაა.ზოგისათვის – სიყვარული,სხვათათვის – ფული,სახელი,სიმდიდრე,ფუფუნება (ალბათ არიან ასეთებიც),ჩემთვის – მამულიშვილობა,
მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი…
“…დედაკაცის მდგომარეობის ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ,ნათლად დავინახავთ,რომ დღემდის მიზეზი დედაკაცის დაბეჩავებისა იყო უფლება ძლიერისა.ძლიერის უფლება არც დღეს მოსპობილა და არც ამ ახლო მომავალში მოისპობა.მაგრამ ის კი ცხადია,რომ თანდათან სამართლიანობა ამარცხებს ძალის უფლებას და, იმედია,ერთ დროს სრულიად მოსპობს მას”.
ალექსანდრე ყაზბეგი წერდა…
“მე ვარ აღზრდილი ხალხში,შობილი იქ,სადაც ყმა და მონა ძველთაგანვე სამარცხვინოდ ყოფილა,სადაც სიტყვას “ბატონ-ყმობა” ადგილი არასოდეს ჰქონია და სადაც კაცს პატივისცემა მხოლოდ პირადის ღირსებით შესძლებია.
“გულუბრყვილო ადამიანებს Genia Ge-საგან”
“გულუბრყვილო ადამიანებო! ეს ცვალებადი და ორპირი ჯამბაზი საწუთრო ყოველ წამს ახალი სახით გვევლინება და ყოველ წუთს ახალ ეშმაკობას მიმართავს.ბედის მბრუნავმა ჭრელმა ჩარხმა იმის მეტი არაფერი იცის,რომ დედამიწის თავმდაბალ და მორჩილ მცხოვრებლებს თავზე უჩვეულო ოინებით სავსე ჯამები ამსხვრიოს და
Genia.Ge გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
“ხვალ, 26 მაისს,გამოცხადდება საქართველოს დამოუკიდებლობა!..
მაშ,ხვალ!
მაგრამ რა ჭაპანწყვეტით ჩაუვლია ამ სახვალიო გადაწყვეტილებას დღეს, 25 მაისს,თბილისის ეროვნულ საბჭოზე!
ლევან სანიკიძე იოსებ სტალინის შესახებ წერდა…
“პოლიტიკოსი არც მეცნიერია,არც მწერალი,არც სხვა რამ ხელოვანი და მისი გამსოფლიოება ათასეულობით და მილიონობით ადამიანთა სიცოცხლის შეწირვას მოითხოვს, და ისტორიაც ნეტარებით ნერწყვმორეული აღწერს ყოველი ცალკეული კოსმოფაგის აღზევებისათვის გაჩაღებული კაცთაკვლის სერიებს.
ნინო ჭავჭავაძის შესახებ…
როგორც თანამედროვენი ამტკიცებენ,ქართველი თავადი პოეტის – ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი და რუსი პოეტის – ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე – ნინო ჭავჭავაძე (1812-1857 წლები) თავისი დროის ულამაზესი ქალი ყოფილა.
ტიციან ტაბიძის გენიალური მოსაზრებები…
“სიყვარული,სიყვარული! ყოველი ასო ამ სიტყვისა ადამიანის სისხლით არის ჩაწერილი მატიანეში,ცხოვრება შეჩერდებოდა,ის რომ არ ამოძრავებდეს!
იოსებ სტალინის სიტყვით გამოსვლიდან…
“ზოგჯერ კითხულობენ,ხომ არ შეიძლება რამდენადმე შევანელოთ ტემპები,შევაკავოთ მოძრაობა.არა,ამხანაგებო,არ შეიძლება! არ შეიძლება ტემპების შემცირება!.. ტემპების შენელება ჩამორჩენას ნიშნავს.ჩამორჩენილებს კი სცემენ.ჩვენ კი არ გვინდა ნაცემი ვიყოთ.არა,არ გვინდა!
ელიზბარ ჯაველიძე წერდა…
“როცა ქართულზე მწყრალათ ვართ,როცა საკუთარ ქმნილებებსაც ძლივს “ვჩორკნით” და ვაჯახირებთ,როცა ენათმეცნიერების თანამედროვე დონეზე ელემენტარული წარმოდგენაც არა გვაქვს,მაშინ იმის შეგნება მაინც უნდა გვქონდეს,