Category Archives: სხვა
ირაკლი აბაშიძის მოსაზრებები…
”ლიტონი სიტყვებით სამშობლოს სიყვარული – სიყვარული არაა.სამშობლოს ნამდვილი საქმეები სჭირდება და ლიტონ სიტყვებს აბა რა ფასი აქვს,თუნდაც ეს სიყვარული ალალიც იყოს.ამ სიყვარულით ხომ ფრინველსაც უყვარს სამშობლო,მისი ბუნების წიაღში ბუდე რომ მოუწნავს,
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე წერდა…
“ჭაბუკობის დროიდან დამჩემდა ჩვეულება,რომელსაც ვერ დავაღწიე თავი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.სახელდობრ,დაუყონებლივ განმესხეულებინა პოეზიის სახეებში ყველაფერი ის,რაც მახარებდა,გულისტკივილით მავსებდა ან მტანჯავდა,
რენე რეჯანი წერდა…
“ყველამ უნდა იცოდეს,რომ იტალიაში ბავშვების უმრავლესობა ახლაც,იმის მაგივრად,რომ სკოლაში დადიოდეს,ქუჩაში მოწყალებას ითხოვს.ისინი არ არიან დამნაშავენი,დამნაშავენი არ არიან არც მათი მშობლები,დამნაშავეა მხოლოდ საზოგადოება,რომელიც გულდამშვიდებით უყურებს ამ სურათს.
გივი მეფისაშვილი – “წუთისოფელი”
“წუთისოფელი – რა კარგად შევარქვით ეს სახელი ჩვენს ყოფასა და ცხოვრებას,მაგრამ მისი სტუმრები რომ ვართ,სამწუხაროდ,გვავიწყდება… მოხდენილადაა ნათქვამი – მთელი მსოფლიო კვანტურ ფიზიკაში მუშაობს და ჩვენ ქართველები კი,
სამსონ ფირცხალავა – “მიმართვა ქართველი ემიგრანტი სტუდენტებისადმი”
“იყავით მუდამ ქართველები,ისწავლეთ კარგად ქართული,გაიცანით ფართოდ საქართველო,მისი ისტორია,მწერლობა,ხელოვნება; გიყვარდეთ ძლიერ ქართველი ხალხი,
“სიბრძნის წუთი”
ერთხელ ცხენზე ამხედრებული ისფაჰანის ამირა მხლებლებითურთ ქალაქის ქუჩებში სეირნობდა,რა დროსაც ჯორზე მჯდომი ნაცნობი ვაჭარი შემოხვდა.ვაჭარს თავისი მცირეწლოვანი ვაჟი ჯორზე წინ შემოესვა.მისალმების შემდეგ ამირამ ვაჭარს უთხრა:
ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი – “რჩევები ვაჟიშვილს”
“გახსოვდეს,რომ ქება-დიდება,თუკი ის დაუმსახურებელია,მკაცრ დაცინვად,შეურაცხყოფადაც კი იქცევა ხოლმე და მთელი სიცხადით ამჟღავნებს ადამიანთა მანკსა და უგუნურებას.ეს ერთგვარი რიტორიკული ხერხია,რომელსაც ირონია ჰქვია და
ამირყოლი ამინის იგავ-არაკი – “დაილოცა,ღმერთო,შენი სახელი”
ერთი კაცი უშველებელი კაკლის ქვეშ წამოწოლილიყო და ფიქრობდა ნეტავ ამ ღმერთს ჭკუა არა ჰქონდა,რომ უზარმაზარ ხეს ერთი ციცქნა ნაყოფი გამოაბა და მიწაზე გართხმულ ბალახს კი ამ სისხო ნესვიო.
ჰანს ეისლერი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ არისტოკრატიულ ოჯახს,დიდი გერმანელი კომპოზიტორ-ექპრესიონისტი – ჰანს ეისლერი და ალბერტ აინშტაინი ეწვივნენ.როგორც ცნობილია,ალბერტი შესანიშნავად ფლობდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას,რის გამოც,სადილის შემდეგ ოჯახის წევრებმა ჰანსსა და აინშტაინს თხოვნით მიმართეს ერთად შეესრულებინათ რაიმე მუსიკალური კომპოზიცია.
დავით წერედიანის – “თემა და ვარიაციებიდან”
“ადამიანთა დიდ ნაწილს პანიკური შიში აქვს,ჩამორჩენილობა არ დაბრალდეს.ახალ-ახალი “იზმები” ძირითადად ამ საფუძველს ემყარება.