Category Archives: სხვა
“ქართველის დამაფიქრებელი დიალოგი”
“უცხო ველში იჯდა ერთი ვიღაცა – არ ვიცი კაცი,არ ვიცი ქალი.ვიცი მხოლოდ ის,რომ მას ჰქონდა უფლება და ძალა ჩვენება ჩამოერთვა ყველა სულდგმულისათვის… და აი,იმის წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა ერები და ქართველიც წარსდგა მის წინაშე.
ხორხე მარიო ვარგას ლიოსას მოწოდება…
“ყველა ეპოქას თავის ფანტომები ჰყავდა,ჩვენ დროებას კი ფანატიზმი ახასიათებს.ტერორისტები იმ რწმენით ხელმძღვანელობენ,თითქოს უდანაშაულო ადამიანების მოკვლით სამოთხეში მოხვდებიან,უცოდველთა სისხლი წარხოცავს საყოველთაო შეურაცხყოფას,აღადგენს სამართლიანობას და ურწმუნოებს ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცევს.
რევაზ ინანიშვილი წერდა…
„ქართული ხელოვნება წალეკა ღლაბუცმა – კინო, თეატრი, ლიტერატურა. ყველგან მაიმუნობენ და ვითომც ეს მაიმუნობა არის აზროვნების მაღალი ფორმა თანამედროვეობისათვის. მთქმელი არ არის, რომ იყვიროს – არ არის ასე!
აკაკი წერეთლის სიტყვა მის “საიუბილეო საღამოზე”…
“ბედნიერი ვარ,უზომოდ ბედნიერი ამჟამად,მაგრამ ერთი რამ სწამლავს ამ ბედნიერებას.ის,რომ ჩვენ ვერ ვეღირსენით იმის იუბილეს,რომელიც იყო დიდი პოეტიც,დიდი მამულიშვილიც და დიდი ადამიანიც და რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა თავისი დაჩაგრული სამშობლო.დიაღ,ჩვენ ვერ ვეღირსენით ილია ჭავჭავაძის იუბილეს,
ერნესტ მილერ ჰემინგუეი – (ეპიზოდი)
მას შემდეგ,რაც ცნობილი გახდა ის,რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფლობდა “ატომურ ბომბს”,გენიალური ამერიკელი მწერალი,რომანისტი და ჟურნალისტი - ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები) სტუდენტების წინაშე წარსდგა,რა დროსაც მათ ტკბილ-მწარე ღიმილით მიმართა:
ვიდიადჰარ სურაჯპრასად ნაიპოლი – “ჰოლოკოსტის” შესახებ…
ვიდიადჰარ სურაჯპრასად ნაიპოლი – წარმოადგენს წარმომავლობით ინდოელ (ინგლისურენოვან) მწერალს,რომელიც 2001 წელს დაჯილდოვდა “ნობელის პრემიით” ლიტერატურის დარგში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ვიდიადჰარი ერთობ კრიტიკულად არის განწყობილი ისლამის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,თავის შემოქმედებაში ფართო ადგილს უთმობს “ჰოლოკოსტის” საშინელ მოვლენებს,რომლის შესახებაც ასეთ განმარტებას აკეთებს:
ჰაროლდ პინტერის მოსაზრებები…
“ამერიკის შეერთებული შტატები უდავოდ მთავარი მოთამაშეა. კი არის ულმობელი, გულცივი, სასტიკი, მაგრამ ჭკვიანიც გახლავთ. და კიდევ ერთობ თავისებური მოვაჭრეა: ის წარმატებით ვაჭრობს საკუთარი თავის სიყვარულით.
პერიკლეს მიერ თანამოქალაქეების დამოძღვრა…
დიდმა ძველბერძენმა სარდალმა,პოლიტიკურმა მოღვაწემ და ორატორმა - პერიკლემ (ძვ.წ.აღ-ით 494-429 წლები),საკუთარი თანამოქალაქეები შემდეგი სიტყვებით დამოძღვრა:
რევაზ ინანიშვილი – “სტალინის” შესახებ წერდა…
“როდესაც მეკითხებიან,იყო თუ არა სტალინი დიდი ადამიანი,მე ჯერ ამის დაზუსტებას მოვითხოვ: რა არის საერთოდ დიდი ადამიანი.თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს,დიდ ადამიანებად (სადაც არ უნდა იყოს ის,პოლიტიკაში იქნება თუ ხელოვნებაში) ითვლებოდნენ ისინი,ვინც მეტ და მეტ ადამიანს მოიქცევდნენ თავისი გავლენის ქვეშ.
ვახუშტი კოტეტიშვილი – “ფერეიდნელი ქართველების” შესახებ წერდა…
“ნოსტალგიის განცდა ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა ყოველი ნორმალური ადამიანისათვის.კაცს,რომ უცხოეთში სამშობლო ენატრებოდეს,სადაც სიყრმე და სიჭაბუკე გაუტარებია,რა გასაკვირია?!