Category Archives: იცით თუ არა,რომ

იცით თუ არა, რომ?!

1. „თუ ღმერთი თქვენს მხარეზეა, რადგან იგი კონსერვატორია, სამაგიეროდ, ეშმაკია ჩემს მხარეზე, რადგან ის კარგი კომუნისტიაო”. – ასე გაეხუმრა ერთხელ სტალინი ჩერჩილს.

იცით თუ არა, რომ?!

1. ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელშიაც ქრისტიანობა იქნა გავრცელებული 1386 წელს, – ლიეტუაა.

იცით თუ არა, რომ?!

1. „მეფე შეუცდომელია”. – ასეთი სახის მქონე ჩანაწერი იყო გაკეთებული ინგლისის პირველ კონსტიტუციაში.

იცით თუ არა, რომ?!

1. მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ფრანგ თვალმარგალიტს – ალექსანდრე დიუმას, კავკასიაში მოგზაურობის ჟამს მწვადი დააგემოვნებინეს, რამაც იგი იმდენად აღაფრთოვანა, რომ პარიზში დაბრუნებისთანავე ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქში – პირველი „სამწვადე” გახსნა.

იცით თუ არა, რომ?!

1. მსოფლიო ლიტერატურის გერმანელმა ტიტანმა – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, სიბერის ჟამს აღიარა, რომ მთელი თავისი ხანგრძლივი და შეგნებული ცხოვრების განმავლობაში სწავლობდა კითხვას, რომ მან ამაზე დახარჯა უამრავი წელი და ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბეჯითებით თქვას, რომ მიზანს მიაღწია.

იცით თუ არა, რომ?!

1. პირველი ნამდვილი საზოგადოებრივი ზოოპარკი გახსნილი იქნა პარიზში – 1793 წელს. მისი სახელწოდება გახლდათ – „ჟარდინ დე პლანტე” და იგი შედგებოდა როგორც ზოოპარკის განყოფილებისაგან, ასევე ბოტანიკური ბაღისა და მუზეუმისაგანაც.

იცით თუ არა, რომ?!

1. ზურაბ ბეგი, ფაზლალი ბეგი, შარმაზან ბეგი, ზეინალ ბეგი, ქაიხოსრო ხანი და ალი ხან ბეგი – ირანის (სპარსეთის) სამეფოში მოღვაწე ქართველი პოეტები იყვნენ.

იცით თუ არა, რომ?!

1. ადამიანმა ღორი პირველად ჩინეთში მოიშინაურა ჩვ.წ.აღ-მდე მერვე ათასწლეულში.

იცით თუ არა, რომ?!

1. ალექსანდრე მაკედონელმა თავისი ჯარის რიგებში მყოფი უკმაყოფილო ჯარისკაცებისაგან ჩამოაყალიბა ერთი საჯარისო შეანერთი, რომელსაც სახელად – „ტაგმა ატაკტონ”, ანუ – „უწესრიგოთა რაზმი” უწოდა. იმისათვის, რომ ამ ანარქისტ ჯარისქაცებს სხვა, ჯანსაღი საომარი ძალებიც არ აეყოლიებინათ, მათზე უმკაცრესი ზედამხედველობა იყო დაწესებული.

იცით თუ არა, რომ?!

1. VII საუკუნეში მოღვაწე დიდი ბიზანტიელი ისტორიკოსის – იოანე ანტიოქელის გადმოცემის თანახმად, კოლხეთიდან საბრძნეთში გატაცებულ „ოქროს საწმისზე”, რომელიც ცხვრის ტყავისაგან იყო დამზადებული, ოქროს ქიმიურად მიღების წესი იყო დაწერილი.