Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა, რომ?!
1. ნაპოლეონ ბონაპარტის განკარგულებაში რამდენიმე სახეობის პოლიცია იმყოფებოდა: ერთი – პოლიციის მინისტრის – ჟოზეფ ფუშეს ხელმძღვამელობით, რომელიც იმპერიის მთელ მოსახლეობას მეთვალყურეობდა და აკონტროლებდა,
იცით თუ არა, რომ?!
1. ტრაგიკულად დაღუპული იტალიური ქალაქის – პომპეის მოსახლების უმრავლესობის საცხოვრებელ სახლებში – სამზარეულო საერთოდ არ არსებობდა. ამ ანტიკური პერიოდის ქალაქში ერთობ კარგად იყო განვითარებული თანამედროვე კაფეების მსგავსი საზოგადოებრივი კვების ობიექტების ქსელი, სადაც ანიჭებდნენ კიდეც უპირატესობას სადილობას ადგილობრივები.
იცით თუ არა, რომ?!
1. გერმანელი ნაცისტების მიერ დაარსებულ „სიკვდილის ფაბრიკად” წოდებულ „ოსვენციმის ავადსახსენებელ საკონცენტრაციო ბანაკში”, რომლის კარიბჭეზე გაკეთებული იყო ლოზუნგი – „შრომა მოგანიჭებთ თავისუფლებას”, ფართოდ იყო გავრცელებული ერთი ავბედითი ანდაზა: „შრომა გაგხდით თავისუფალს სამი კრემატორიუმის გავლით”.
იცით თუ არა, რომ?!
1. „საქართველოს უგვირგვინო მეფედ” წოდებული დიდი ქართველი მამულიშვილისა და ლიტერატორის – ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის ცერემინიას თვალს ადევნებდა კავკასიის მთავარმართებელი – გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი.
იცით თუ არა, რომ?!
1. ვაჟა-ფშაველას მამის – პავლე რაზიკაშვილის მიერ შექმნილ რაზიკაანთ საგვარეულო გერბზე შემდეგი სიტყვები იყო დატანილი: „არ ვარგა კაცი, რომლის არც ვინ გაჩენა გაიგო და არც ვინ სიკვდილი!”
იცით თუ არა, რომ?!
1. იმისათვის, რომ ბრძოლების მიმდინარეობისას მდინარეებზე სწრაფი ფორსირება მოეხდინათ, ისტორიის ადრინდელ ეტაპებზე ასურეთის არმიის შემადგენლობაში შედიოდა სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებშიაც ცურვის შესანიშნავად მცოდნე მებრძოლები ირიცხებოდნენ.
იცით თუ არა, რომ?!
1. ანტიკური ხანის რომაელები ფიცის დადების დროს წყალში ლითონის ნაჭრებს ჰყრიდნენ, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ფიცი არ გატყდებოდა მანამ, სანამ ლითონის ნაჭრები თავისთავად არ ამოტივტივდებოდნენ წყლიდან. ეს კი, თავის მხრივ, ფიზიკის კანონის თანახმად, ყოვლად წარმოუდგენელი რამ გახლავთ.
იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა – სოკრატემ, თავის სასამართლო პროცესზე (სადაც მას განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანეს), სახელმწიფოს წინაშე თავისი დამსახურების საფასურად, ჯილდოდ – სახელმწიფოს ხარჯზე კვება მოითხოვა. თავის მხრივ, სახელმწიფოს ხარჯზე კვება უდიდეს პატივად იყო მიჩნეული ელინებში.
იცით თუ არა, რომ?!
1. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, თავისი მარგინალური ქცევებითა და ეპატაჟური გამოსვლებით სახელდაგდებულ დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – დიოგენე სინოპელს ანდერძად დაუბარებია, გარდაცვალების შემდგომ ისე დამკრძალეთ, რომ პირისახე მიწისკენ მქონდეს მიქცეულიო, ანუ – პირუკუღმა დამასაფლავეთო.
იცით თუ არა, რომ?!
1. დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების თანახმად, პირველად ათენში მოსამართლეებს ქრთამად ფული ანიტე ანთემიონის ძე-მ მისცა ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის მიწურულს.