Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა, რომ?!
1. რუსთაველის თეატრში დასვენებულ გენიალურ ქართველ მსახიობს – სერგო ზაქარიაძეს, სხვა უამრავ ადამიანთან ერთად უკანასკნელი პატივი მიაგო საბჭოთა არმიის მესაზღვრე-ჯარისკაცებმაც, რომელთაც ხელთ ეპყრათ უზარმაზარი გვირგვინი, წარწერით: „ჯარისკაცის მამას მისი შვილებისაგან”.
იცით თუ არა,რომ?!
1. დიდი ქართველი მწერალი – კონსტანტინე ლორთქიფანიძე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ერთობ ახირებული ხასიათი, რატომღაც ძალიან ერიდებოდა სურათის გადაღებას. ამბობენ,რომ ამ შესანიშნავ ქართველ ლიტერატორს ერთადერთხელ გადაუღეს სურათი და ისიც დიდი გაჭირვებით, მოტყუებითა და მიპარვითო.
იცით თუ არა,რომ
1. უძველესი ეპოქის ეგვიპტეში, მდედრობითი სქესის ღვთაების ტაძარში ქურუმებს მამაკაცები წარმოადგენდნენ,ხოლო მამრობით ღვთაებებთან – ქალი ქურუმები. იმ ტაძრებში კი, სადაც ორივე სქესის ღმერთები სუფევდნენ, ორივე სქესის ქურუმები იყვნენ.
იცით თუ არა,რომ
1. იმას თუ,როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება დიდი იტალიელი ასტრონომის,ფიზიკოსისა და ფილოსოფოსის – გალილეო გალილეის მიმართ,ორ ფაქტს გაგაცნობთ:
იცით თუ არა,რომ
1. ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანების – „ცისფერყანწელების” ლოზუნგი გახლდათ – „მიწასთან დაბრუნება”.
იცით თუ არა,რომ
1. „ბედნიერების სახლებად” წოდებულ – ჰარამხანებს (ჰარემებს),რომლებიც აღმოსავლური ქვეყნებისათვის იყო დამახასიათებელი,აღმოსავლეთის ქვეყნების მბრძანებლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. ძველ რომში ქალღმერთ ვესტას ტაძარში მუდმივად ინახავდნენ „მარადიულ ცეცხლს”. მისი თვალყურის დევნება და შენახვა დავალებული ჰქონდათ საუკეთესო დიდგვაროვანი ოჯახებიდან გამოსულ ქალიშვილებს.
იცით თუ არა,რომ
1. რომის საღვთო იმპერიის ესპანური წარმომავლობის მქონე იმპერატორი ჰაბსბურგთა დინასტიიდან – კარლ V ამბობდა,რომ გერმანულად მხოლოდ საკუთარ ცხენებს ელაპარაკებოდა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ იმ ეპოქაში გერმანელ თავადაზნაურობასა და ინტელექტუალებსაც კი ერცხვინებოდათ გერმანულ ენაზე საუბარი და უპირატესობას ლათინურს ანიჭებდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. „პოლარული ქვეყნების ნაპოლეონად” წოდებულმა სახელგანთქმულმა ნორვეგიელმა პოლარეთის მკვლევარმა – რაულ ამუნდსენმა,მის მიერ სამხრეთ პოლუსზე დადგმულ პირველ საცხოვრებელს (კარავს) – „პოლხეიმი” ანუ „პოლარული ბინა” უწოდა.
იცით თუ არა,რომ
1. ქრისტიანულ რელიგიაში მატერიალური კეთილდღეობისა და ფინანსური ოპერაციების მფარველ წმინდანად ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ნიკეის პირველი საეკლესიო კრების მონაწილე, „საკვირველმოქმედად” წოდებული წმინდა მამა – სპირიდონ ტრიმიფუნტელი მიიჩნევა.