Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი ადვოკატი – კამილ დემულენი (1760-1794 წლები),რომელიც ბრწყინვალე ორატორული ხელოვნების ნიჭით იყო დაჯილდოვებული,გენიალური ძველ ბერძენი მჭერმეტყველის – დემოსთენეს მსგავსად – ენაბრგვილი გახლდათ.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ესპანეთის მეფემ – ფილიპე V-მ უამრავი ფული და ჯაფა შეალია სამეფო სასახლის ბაღში დიდებული შადრევნების მშენებლობას. და როდესაც შადრევნებმა პირველად იფეთქეს,მონარქმა ერთმნიშვნელოვნად შენიშნა: „ეს შადრევნები ხუთი მილიონი დამიჯდა და თავიც ხუთი წუთით შემაქცევინესო”.
იცით თუ არა,რომ
1. „ჩემთვის საუკეთესო სამსახური,საროსკიპოს მეპატრონეობა იქნებოდა.ვფიქრობ,ეს ადგილი ხელოვანისათვის მისწრებააო”. – ასე განუცხადა დიდმა ნობელიანტმა ამერიკელმა მწერალმა – უილიამ ფოლკნერმა ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობის დროს ჟურნალისტ – ჯინ სტაინს.
იცით თუ არა,რომ
1. „თუ მოციქული არა იყავ,პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა,კადნიერად კადრებისათვის”. – ამ სიტყვებით მიმართა თამარ მეფის შეურაცხმყოფელ რუქნადინის ელჩს საქართველოს დიდმა მხედართმთავარმა და მამულიშვილმა – ზაქარია II მხარგრძელმა მას შემდეგ,რაც „უხეთქა ხელითა პირსა და ვითარცა მკუდარი დასცა და იდვა იგი”.
იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის „მეფე-მზედ” წოდებული მონარქი – ლუი XIV დე ბურბონი,რომელიც უხვად ასაჩუქრებდა მისდამი ლოიალურად განწყობილ დიდგვაროვნებს,იმისათვის,რომ ერთგული ქვეშევრდომების გული კიდევ უფრო მოეგო,მათთვის ერთობ უჩვეულო თანამდობებს იგონებდა.მაგალითად,ერთ-ერთ დიდებულს მეფის ოჯახის მცველის პოსტი ეკავა,მეორეს – მეფის პარიკის მცველისა,მესამეს – მეფის ხელჯოხის მცველის,მეოთხეს – მეფის ღამის ქოთნის მეთვალყურის და ასე შემდეგ…
იცით თუ არა,რომ
1. იმის აღსანიშნავად,რომ იტალიური ქალაქი – სიენა ერთობ სტუმართმოყვარე ქალაქი იყო, XIII საუკუნეში ქალაქის ხელისუფლების ინიციატივით მთავარ კარიბჭეზე გაკეთებული იქნა შემდეგი სახის წარწერა: „სიენა ამ ჭიშკარზე უფრო ფართოდ გაგიხსნით გულს”.
იცით თუ არა,რომ
1. სანდო ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა,რომ თამარ მეფის ვაჟის – გიორგი IV ლაშას მმართველობის დასაწყისში მთლიანი საქართველოს სახელმწიფოს მოსახლეობა (ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე) 8 მილიონზე მეტს შეადგენდა,ხოლო საკუთრივ საქართველოსი კი – ხუთნახევარი მილიონი იყო.
იცით თუ არა,რომ
1. მეორე მსოფლიო ომის მიმიდინარეობისას,გერმანელ ნაცისტებს ბელორუსიის სოფელ ხატინთან ახლოს გამართული ჰქონდათ ბავშთა საკონცენტრაციო ბანაკი.აღნიშნულ ბანაკში მყოფ პატარებს,სხვა საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებისაგან განსხვავებით,
იცით თუ არა,რომ
1. საკვირველია,თუმცა დადასტურებული ფაქტია,რომ დიდმა ძველ რომაელმა მწერალმა და სახელმწიფო მოღვაწემ – მარკუს პორციუს კატონმა,ბერძნული ენის შესწავლა – 80 წლის ასაკში დაიწყო.
იცით თუ არა,რომ
1. ვასილ ტაბიძის ოჯახში ვაჟის – გალაკტიონის დაბადება,ჭყვიშის ეკლესიის დარაჯმა ქართული ტრადიციის მიხედვით სოფელს დამბაჩის სროლით ამცნო და ახარა.