Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. დიდმა ირლანდიელმა მწერალმა – ჯონათან სვიფტმა სიკვდილის წინ – 11 000 გირვანქა-სტერლინგი ფსიქიკურად დაავადებულებს უანდერძა.
იცით თუ არა,რომ
1. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი დიდი ქართველი პოეტი – სიმონ ჩიქოვანი,რომელსაც თვალის სინათლე უკვე დაკარგული ჰქონდა,ხშირად იჯდა ხოლმე თავის სამუშაო კაბინეტში თავდახრილი და რაღაცას უღიმოდა.
იცით თუ არა,რომ
1. დიდმა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა – ანატოლ ფრანსმა,რომელსაც სიზარმაცეს ვერავინ დასწამებდა,შარლ მორასთან პაექრობისას საკუთარი პერსონის შესახებ განაცხადა: „მე ბუნებით მთქნარების მოყვარული დოყლაპია ვარო”.
იცით თუ არა,რომ
1. „მარქსიზმი ახლა არის ის,რაც სასარგებლოა სტალინისთვის”. – განაცხადა საბჭოთა ბელადის შესახებ მის ოპოზიციაში გადასულმა ლენინის ერთ-ერთმა ყველაზე უახლოესმა თანამებრძოლმა,ნდობით აღჭურვილმა პირმა და 1936 წელს ტროცკიზმის მხარდაჭერისათვის სიკვდილით დასჯილმა – ლევ კამენევმა.
იცით თუ არა,რომ
1. ტიმოკრატიული კონსტიტუცია – წარმოადგენს ისეთი სახის კონსტიტუციას,რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებს მათი ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს,პრინციპით: მეტი გაქვს ქონება – მეტი გაქვს უფლება,ნაკლები გაქვს ქონება – ნაკლები გაქვს უფლება,არა გაქვს ქონება – არა გაქვს უფლება.
იცით თუ არა,რომ
1. არისტოტელეს ფილოსოფიური სკოლის „ლიცეუმის” პირველ ხელმძღვანელს – არისტოტელეს – 13 მონა ჰყავდა; ლიცეუმის შემდეგ ხელმძღვანელს – თეოფრასტეს – 9; მომდევნო ხელმძღვანელს – სტრატონს – 6; ლიკონს – 12; რამდენიმე მონა ჰყავდა ასევე გენიალურ ძველრომაელ ორატორს – მარკუს ტულიუს ციცერონსაც.
იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ ეტაპზე,როდესაც ქვეყანა სასტიკმა რეპრესიებმა მოიცვა,პარიზის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ ეშაფოტთან,სადაც გილიოტინის გამოყენებით თავებს ჰკვეთდნენ ასეულობით ადამიანს,ხშირად შეუნიშნავთ საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – ჟან პოლ მარატი,რომელიც აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს – კაცის კვლას!
იცით თუ არა,რომ
1. ძველი რომაელები ომის გამოცხადების შემთხვევაში კაპიტოლიმზე აღმართავდნენ ხოლმე წითელი და ლურჯი ფერის მქონე დროშებს: წითელი ფერის დროშები – ცხენოსანი ჯარებისთვის იყო განკუთვნილი,ხოლო ლურჯი კი ქვეითებისთვის.
იცით თუ არა,რომ
1. იმისათვის,რომ შუა საუკუნეების ჩეხეთში რომელიმე დასახლებას ქალაქის სტატუსი მიეღო,აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში განთავსებული ყოფილიყო – სასამართლო,საბაჟო და ლუდსახარში საწარმო.
იცით თუ არა,რომ
1. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა გენიალურმა ძველ რომაელმა პოეტმა – ვერგილიუსმა ანდერძად დაიბარა,რომ მისი უკვდავი პატრიოტული ეპოსი – „ენეიდა” ავტორის აღსასრულის შემდეგ არ გამოექვეყნებინათ,რადგან იგი ნაწარმოებს დასრულებულად არ მიიჩნევდა.