Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. ადრეულ პერიოდში ვენახების განსაკუთრებული სიმრავლის გამო თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო უბანს – გლდანს – „პატარა კახეთს” უწოდებდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. ქრისტიანთა მასობრივი დევნა რომის იმპერიაში 303 წლის 23 თებერვალს,საზღვრის ღმერთის – ტერმინუსის სადიდებელი დღესასწაულის დღეს დაიწყო.
იცით თუ არა,რომ
1. მეფის რუსეთის არმიაში მოქმედი შიდა-განაწესით,ურჩ ჯარისკაცებს მორჩილი ჯარისკაცების მწყობრში ატარებდნენ,რა დროსაც შიშველ ტანზე უმოწყალოდ სცემდნენ წყალში დამბალი ტირიფის წკეპლებით.ასეთი სახით ურჩი ჯარისკაცების დასჯას – „მწვანე ქუჩაზე გავლად” მოიხსენიებდნენ „ხატოვნად” მეთაურები.
იცით თუ არა,რომ
1. საინტერესოა ის გარემოება,რომ ქრისტიანული ლიტერატურის პირველი ლათინური ნაწერები გამოჩნდნენ არა რომში და, საერთოდ,არა იტალიაში,არამედ ჩრდილოეთ აფრიკაში.
იცით თუ არა,რომ
1. რომაული ლიტერატურის ნოვატორად აღიარებული გამოჩენილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) მის მფლობელობაში არსებულ ცხოველთა შესანახად გასაოცარ ჰიგიენურ პირობებს ჰქმნიდა, და ეს მაშინ,
იცით თუ არა,რომ
1. თანამედროვე ირანის დასავლეთით ძვ.წ.აღ-ით VII-VI საუკუნეებში არსებულ უძველეს სახელმწიფო – მიდიაში,სადაც ძაღლი საღმრთო ცხოველად იყო აღიარებული,გოგონების დიდ ნაწილს მშობლები სახელად – „სპაკო”-ს არქმევდნენ,რაც თარგმანით – „ძაღლს” აღნიშნავდა.
იცით თუ არა,რომ
1. რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემული ჯიუტი გერმანელი სასულიერო პირი,თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი – მარტინ ლუთერი (1483-1546 წლები) „გერმანული სალიტერატურო ენის ხუროთმოძღვრად” არის წოდებული.
იცით თუ არა,რომ
1. დანტესის მიერ დუელში დაჭრილ სახელოვან რუს პოეტს – ალექსანდრე პუშკინს პეტერბურგის საუკეთესო ქირურგები – იმპერატორის ლეიბ-მედიკოსი – არენდტი და პროფესორი სალომონი მკურნალობდნენ.ტყვიის შემავალი ხვრელი მუცლის წინა კედელზე იყო განთავსებული.
იცით თუ არა,რომ
1. გამოჩენილ დანიელ მეზღაპრეს – ჰანს კრისტიან ანდერსენს სახელმწიფომ 1838 წლიდან მცირეოდენი,თუმცა ყოველწლიური დახმარება დაუნიშნა,რომელსაც იგი – „ჩემს ბაღში ამოზრდილ პურს” უწოდებდა.
იცით თუ არა,რომ
1. სხვადასხვა ისტორიული წყაროების მტკიცებით,გენიალურ ჩინელ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს – კონფუცის 5 000 მოწაფე ჰყოლია,რომელთაგან მისი უახლოესი მოწაფეთა რაოდენობა – სამოცდაჩვიდმეტს შეადგენდა.აქვე გაცნობებთ,რომ კონფუცის ნამდვილი სახელი – კუნ ფუ-ძი გახლდათ,რაც „მოძღვარ კუნს” აღნიშნავს.თავად სახელი „კონფუცი” ლათინიზირებული ვარიანტია,