Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. საინტერესოა ის გარემოება,რომ ერთ-ერთ საუკეთესო გეოგრაფიულ თხზულებად აღიარებული სპარსული წიგნის – „ჰოდუდ ალ-ალამის” („ქვეყნის მხარეთა საზღვრები”-ს) თანახმად, X საუკუნეში შავ ზღვას – „დარიაიე გორზიან” ანუ – „ქართველთა ზღვა” ეწოდებოდა.
იცით თუ არა,რომ
1. ”რაკი ღმერთმა პაპობა გვიბოძა,ვისარგებლოთ შემთხვევით და უკიდეგანოდ დავტკბეთო”, – აცხადებდა ავხორცი და პატივმოყვარე – ლეო X (მედიჩი),რომელიც ცნობისათვის,რომის პაპის ტახტზე ვენერიული სენით დაავადებული ავიდა.
იცით თუ არა,რომ
1. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები გამოცემული იქნა უცხოეთში.კერძოდ,იტალიაში.ჯერ კიდევ 1629 წელს რომში გამოიცა “ქართულ–იტალიური” ლექსიკონი და “ქართული ანბანი ლოცვებითურთ”.
იცით თუ არა,რომ
1. XIX საუკუნეში გამოჩენილმა ინგლისელმა პოეტმა და მთარგმნელმა – ედუარდ ფიცჯერალდმა სპარსული ენიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა გენიალური სპარსი პოეტის – ომარ ხაიამის რობაიები.
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე – ჯორჯ IV (1762-1830 წლები) ღვიისაგან დამზადებული სასმელების განსაკუთრებული მოტრფიალე გახლდათ.
იცით თუ არა,რომ
1. ძველ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,მთელი მსოფლიოს განმგებელი ღმერთის – ზევსის საფლავად საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ,ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ – კრეტას ასახელებენ.
იცით თუ არა,რომ
1. პირველ მითოლოგოსებად გენიალური ძველ ბერძენი პოეტები – ჰომეროსი და ჰესიოდე მიიჩნევიან.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა (რაიხსმარშალი) – ჰერმან გერინგი (1893-1946 წლები) ფუფუნების საგნებისადმი დიდი ტრფიალით გამორჩეული მიზანთროპი გახლდათ.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,გენიალური მუსიკალური ქმნილება – “მთვარის სონატა” – სმენადაქვეითებულმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა თავის მოსწავლესა და შეყვარებულ ქალს – ჯულიეტა გვიჩარდის მიუძღვნა.ცნობილია ისიც,რომ გვიჩარდიმ ბეთჰოვენს სხვა მამაკაცი,კერძოდ – რობერტ ჰალენბერგი არჩია.
იცით თუ არა,რომ
1. სპარსული, და შესაძლოა თამამად ითქვას,მსოფლიო პოეზიის მშვენება,ფოლოსოფოსი,მათემატიკოსი და ასტრონომი - ომარ ხაიამი,საკუთარ თავს მეცნიერად უფრო მიიჩნევდა,ვიდრე პოეტად.