Category Archives: იცით თუ არა,რომ

იცით თუ არა, რომ?!

1. ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელსაც ტატუ ჰქონდა დატანილი სხეულზე – სერ უინსტონ ჩერჩილი გახლდათ. მას მარჯვენა მხარზე გემის ღუზის გამოსახულება ჰქონდა აღბეჭდილი.

იცით თუ არა, რომ?!

1. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის პირველი მეუღლე, პროფესიით პედაგოგი – ნეილია ჰანტერ ბაიდენი, 1972 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტრაგედიას ბაიდენის მცირეწლოვანი ქალიშვილი – ნაომიც ემსხვერპლა.

იცით თუ არა, რომ?!

1. შოტლანდიის ტრაგიკულად აღსრულებული დედოფლის – მარიამ სტიუარტის სიმაღლე – 180 სანტიმეტრს შეადგენდა. და ეს მაშინ,

იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალურმა რუსმა ლიტერატორმა – ლევ ტოლსტოიმ ველოსიპედის ტარება 67 წლის ასაკში ისწავლა და ველოსიპედის მართვის მოწმობაც იმავე ასაკში აიღო (იმ პერიოდისათვის მოსკოვის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილება მართვის მოწმობის გარეშე დაუშვებელი იყო).

იცით თუ არა, რომ?!

1. რენესანსის ფუძემდებელი გენიალური იტალიელი ლიტერატორები – დანტე ალიგიერი და პეტრარკა – ტოსკანურ დიალექტზე წერდნენ თავიანთ უკვდავ ნაწარმოებებს.

იცით თუ არა, რომ?!

1. პირველი ადამიანი, ვინაც განაცხადა, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავდა, ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში მოღვაწე დიდი ძველ ბერძენი მეცნიერი, ენციკლოპედისტი, პლატონისა და არისტოტელეს მოწაფე – ჰერაკლიტე პონტოელი გახლდათ.

იცით თუ არა, რომ?!

1. ახლო აღმოსავლეთში ოდესღაც არსებული ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი – ბაბილონი, ყველაზე დაწვრილებით ორ პერსონას აქვს აღწერილი. ერთი მათგანი გახლდათ დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე ჰალიკარნასელი, ხოლო მეორე მათგანს კი წარმოადგენდა სპარსეთის მეფის – არტაქსექსე II-ის კარის ექიმი – ქტესიასი.

იცით თუ არა, რომ?!

1. საკვირველია, თუმცა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია, რომ ინგლისის პირველი მეფე – ედუარდ IV იორკი, საჭიროების შემთხვევაში ფულს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან სესხულობდა.

იცით თუ არა, რომ?!

1. ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის გამო გერმანიას სულ რაღაც ორიოდე ქვეყანამ გამოუცხადა ოფიციალური სამძიმარი. ეს ქვეყნები გახლდათ – იაპონია და ირლანდია.

იცით თუ არა, რომ?!

1. „დანიური ლიტერატურის მახინჯი იხვი” – ასე მოიხსენიებდნენ საშინელი გარეგნობის გამოისობით დიდ დანიელ მეზღაპრეს – ჰანს კრისტიან ანდერსენს მისი თანამედროვეები.