Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. ფინანსურ სკანდალში გახვეული საფრანგეთის რიგით 161-ე პრემიერ-მინისტრი – პიერ ბერეგოვუა ერთადერთი პრემიერი გახლავთ ქვეყნის ისტორიაში,რომელმაც 1993 წლის 1 მაისს პირადი მცველის იარაღით თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა.
იცით თუ არა,რომ
1. ძველი რომაელები ფილოსოფიას “ბერძნების გამოგონებად” მიიჩნევდნენ,რის გამოც მის მიმართ არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება გააჩნდათ.
იცით თუ არა, რომ
1. ადოლფ ჰიტლერის პირად მზარეულს 1943 წლიდან ცნობილი დიეტოლოგი და მზარეული ქალი – კონსტანცია მარციანელი წარმოადგენდა,
იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალური ფრანგი კომპოზიტორი – ჟორჟ ბიზე სანამ ჟენევიევზე იქორწინებდა, მანამ მასზე 12 წლით უფროს ქალზე, ოპერის მომღერალ – ლედი ლიონელ დე შატობრიანზე იყო შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ ლიონელს ბიზე ძალიან სძულდა, იგი მაინც ხშირად სარგებლობდა ფრანგი კომპოზიტორის მიამიტი ბუნებით.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,გენიალურ გერმანელ კომპოზიტორს – იოჰან სებასტიან ბახსა და ბაროკოს ეპოქის დიდ გერმანელ კომპოზიტორს – გეორგ ფრიდრიხ ჰენდელს,მხედველობის პრობლემები აწუხებდათ,რის გამოც ორივე მთგანს თვალზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ.საინტერესოა ის გარემოება,
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,დიდ ფრანგ მწერალ ქალს – ჟორჟ სანდს გენიალური პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი-პიანისტის – ფრედერიკ შოპენის მიმართ ერთობ აგდებული და თავხედური დამოკიდებულება გააჩნდა,რის გამოც მას – “შოპენის ჯალათად” მოიხსენიებდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. სპარტელების მსგავსად,ლეგენდად ქცეული ძველ ბერძენი პოეტი – ჰომეროსიც (ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნე),მშვილდ-ისარს – “ლაჩრების იარაღად” მიიჩნევდა.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – იოჰან სებასტიან ბახის შთამომავლების უმრავლესობა მათი სახელოვანი წინაპრის მსგავსად,მუსიკოსები იყვნენ,რის გამოც გერმანიაში ასეთი სახის ხუმრობაც კი დადიოდა -”ყოველი ბახი – მუსიკოსია და ყოველი მუსიკოსი – ბახიო”.
იცით თუ არა,რომ
1. საკვირველი და აღმაშფოთებელია,თუმცა ფაქტია,რომ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ვახტანგ VI-ძმის იესეს ვაჟი – ანტონ I კათალიკოსი (1720-1788 წლები) გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – შოთა რუსთაველის უკვდავ ქმნილებას -”ვეფხისტყაოსანს” – ქრისტიანული სულის მომწამვლელ და ერის გამრყვნელ ნაწარმოებად მიიჩნევდა.
იცით თუ არა,რომ
1. სპარსული პოეზიის მარგალიტად წოდებული დიდი სპარსელი პოეტი და ფილოსოფოსი – ომარ ხაიამი (1048-1131 წლები) ასასინების მასონური და მისტიკური ორდენის დამაარსებელთან და ყველა დროისა და ეპოქის უდიდეს ტერორისტად აღიარებულ – ჰასან-იბნ-საბაჰთან მეგობრობდა.