Category Archives: იცით თუ არა,რომ
იცით თუ არა,რომ
1. აშშ-ი,კერძოდ არიზონას შტატის ქალაქ მოუჰეივ ქაუნთიში – საპნის ქურდობაზე დაჭერილი პიროვნება ვალდებულია,მანამ დაიბანოს ხელები მის მიერ მოპარული საპნით,სანამ ის სრულიად არ დაილევა.
იცით თუ არა,რომ
1. რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ კატორღაში გადასახლებულები,რომელთაც თავიანთ სახლ-კარში დაბრუნების ყოველგვარი იმედი ჰქონდათ გადაწურული,საკუთარი თავის შესახებ დანანებით ამბობდნენ – “მკვდრები სასაფლაოდან არ ბრუნდებიანო”.
იცით თუ არა,რომ
1. უძველეს საბერძნეთში მხოლოდ წყლით კარგად შეზავებულ ღვინოს იყენებდნენ (პროპორციით: სამი წილი წყალი და ერთი წილი ღვინო).ის,ვინც სუფთა ღვინოს სვამდა,ლოთად აღიარებდნენ.ლოთებს კი “ოსტრაკიზმი”,ანუ განდევნა ემუქრებოდათ.
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – უინსტონ ჩერჩილის მეუღლის – კლემენტინა ხოზიეს დედა (ანუ სიდედრი) – ლედი ბლან ხოზიე,ალკოჰოლური სასმელების ფანატიკურად მოყვარული ქალი იყო.მას შემდგომ,რაც ლედი ბლან ხოზიეს მეუღლე გარდაეცვალა,თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ბანქოს სათამაშო სახლებში დაიწყო
იცით თუ არა,რომ
1. ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მამულიშვილისა და საქართველოს “მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებული – ექვთიმე თაყაიშვილის უმწიკვლო ცხოვრების წესის მაცქერალი პარიზელები გაოცებას ვერ მალავდნენ და მის შესახებ ამბობდნენ – “მდიდარი კაცი,რომელიც ძუნწი სულაც არ არის და მაინც მშიერი კვდებაო!”
იცით თუ არა,რომ
1. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრებისა და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში,გერმანიის ისტორიაში პირველმა ქალმა-კანცლერმა – ანგელა დოროთეა მერკელმა კატეგორიული უარი განუცხადა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – “შტაზს” თანამშრომლობაზე.გარდა ამისა,მან უარი განაცხადა გდრ-ის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებაზეც.
იცით თუ არა,რომ
1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანლის – მაო ძედუნის პირადი ექიმის – ლი ცჰიუსის გადმოცემის თანახმად,ჩინური კომუნიზმის ფუძემდებლის უსაყვარლეს აფორიზმს წარმოადგენდა: “ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარი გრძელი ენის გამო იღუპებიან…”
იცით თუ არა,რომ
1. ბაროკოს ეპოქის გენიალურ ესპანელ დრამატურგსა და პოეტს – ლოპე დე ვეგას (1562-1635 წლები) ესპანურმა ეკლესიამ 1609 წელს “ინკვიზიციის ნებაყოფლობითი მსახურის” სტატუსი მიანიჭა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მსოფლიო სალიტერატურო ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი მწერალი, 1623 წელს პირადად განკარგავდა ერესში დადანაშაულებული ერთ-ერთი ფრანცისკანელი ბერის კოცონზე დაწვას.
იცით თუ არა,რომ
1. აშშ-ის პრეზიდენტის – აბრაამ ლონკოლნის მეუღლე – მერი ტოდ ლინკოლნი იმდენად აღაშფოთა აშშ-ის არმიის გენერლის (შემდგომში ქვეყნის პრეზიდენტის) – ულის სიმპსონ გრანტის მეუღლის – ჯულია გრანტის უნებართვოდ დასწრებამ ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე,რომ იგი ერთობ უკმეხი სიტყვებით დაესხა მას თავს და გააფთრებული ყვირილით გააფრთხილა,რომ მეორედ ასეთი რამ არ ჩაედინა.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ინგლისელი დრამატურგი და პოეტი – უილიამ შექსპირი,თავის უკვდავ ტრაგედიაში – “მეფე ლირი”,წერდა: “სიმართლე არის ის ძაღლი,რომელიც ჯაჭვებით უნდა იქნეს დაბმულიო”.