Category Archives: იცით თუ არა,რომ

იცით თუ არა,რომ

1. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1587-1593 წლებში გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის – ტრირის სიახლოვეს მდებარე ოც სოფელში მაცხოვრებელი მანდილოსნებიდან ჯადოქრობასა და მაგიაში ბრალი დასდეს და კოცონზე დაწვეს 306 მათგანი.ასეთი საშინელი ეგზეკუციის შედეგად ორ სოფელში სულაც ორი მანდილოსანი გადარჩა ცოცხალი.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალურ გერმანელ მწერალს,მოაზროვნესა და პოეტს – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს საშინლად ეჯავრებოდა სიგარეტის კვამლი.მისი სიძულვილი სიგარეტის კვამლის მიმართ იმდენად დიდი იყო,რომ მან თავისი საუკეთესო მზარეულიც კი დაითხოვა სამსახურიდან იმის გამო,რომ მან იოჰანის კაბინეტში სიგარეტი მოწია.

იცით თუ არა,რომ

1.  ”საქართველო დიდი კულტურის მქონე სახელმწიფოა და ჯარით იქ შესვლას ნუ იკადრებთო”, – თავის ერთ-ერთ წერილში ასე ურჩევდა დიდი ფრანგი ფილოსოფოსი –  ვოლტერი რუსეთის დედოფალს – ეკატერინე II-ს.

იცით თუ არა,რომ

1. ერთ-ერთ უმშვენიერეს ყვავილს – ვარდს – “ყვავილების დედოფალი” პირველად დიდმა ძველ ბერძენმა ლირიკოსმა პოეტმა ქალმა – საფომ (ძვ.წ.აღ-ით 630-570 წლები) უწოდა.თუმცა საფომდე,ამ იშვიათი სილამაზისა და სურნელების მქონე ყვავილს ძველი ბერძნები – “ყვავილების მეფედ” მოიხსენიებდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მოქმედი კანონის თანახმად,ქუჩის მუსიკოსებს თავიანთ მუსიკალურ რეპერტუარში მინიმუმ 20 სიმღერა უნდა გააჩნდეთ.

იცით თუ არა,რომ

1. იაპონური ეროვნული სპორტის სახეობის – “სუმოს” ნებისმიერი დონის სპორტსმენს,”ამომავალი მზის ქვეყანაში” კატეგორიულად ეკრძალება ავტომობილის მართვა.იმ შემთხვევაში,თუკი აღნიშნული წესი დაარღვია სუმოისტმა,მას დისკვალიფიკაცია არ ასცდება.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქალაქ ეფესოს ერთ-ერთმა რიგითმა მაცხოვრებელმა – ჰეროსტრატემ,საკუთარი სახელის “უკვდავსამყოფად”, ძვ.წ.აღ-ით 356 წლის 21 ივლისის გამთენიისას გადაწვა არტემიდას უნიკალური ტაძარი.სწორედ იმ პერიოდებში დაისვა კითხვა,თუ რატომ არ მივიდა ძველ ბერძენთა მითოლოგიური ქალღმერთი მისივე სახელზე აგებული ბრწყინვალე ტაძრის გადასარჩენად.აღნიშნულ შეკითხვას,ერთი ძველბერძნული ლეგენდა მეტად მარტივად სცემს პასუხს:

იცით თუ არა,რომ

1. ნამგალასნაირთა რიგის ულამაზესი და დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობის ფრინველის – კოლიბრის ბუმბულისაგან შეკერილი ტანისამოსის ტარების უფლება აცტეკების ცივილიზაციის ხალხში მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორებს გააჩნდათ.ასეთი სახის თითოეული ტანისამოსის დასამზადებლად კი ათასობით კოლიბრის განადგურება ხდებოდა საჭირო.

იცით თუ არა,რომ

1. აშშ-ის რიგით 28-ე პრეზიდენტის – ტომას ვუდრო უილსონის მეორე მეუღლეს – ედიტ ბოლინგ გალტ უილსონს,რომელიც ქმრის ინსულტის მიღების შემდეგ ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა თითქმის ორი წლის განმავლობაში – “საიდუმლო პრეზიდენტს” უწოდებდნენ.გარდა ამისა,რიგი ისტორიკოსებისა მას – “აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ-პრეზიდენტადაც” მოიხსენიებენ.

იცით თუ არა,რომ

1. აბსენტის მოყვარულმა გენიალურმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა – ვინსენტ ვან გოგმა, 1890 წელს დახატა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო და უკანასკნელი ტილო, სახელწოდებით – „ყვავები ჭვავის ყანაში”.ხატვისას რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა ყანის ტერიტორიაზე მფრენი უამრავი ფრინველისაგან, მათ დასაფრთხობად მხატვარმა რევოლვერი იყიდა. სწორედ აღნიშნული რევოლვერის გამოყენებით დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე ვან გოგმა.