Category Archives: ისტორია
რა ურჩია პერონმა ტრუხილიოს?
„თავს გაუფრთხილდით, თქვენო ბრწყინვალესობავ. ეკლესიას ვერ მოერევით. გახსოვდეთ, მე რაც დამემართა. სამხედროებს არ დავუმარცხებივარ, მღვდლებმა დამცეს ბეჭებზე. ის ნანციუსი, ვატიკანი რომ გიგზავნით, ზუსტად ისეთივეა, ჩემთან რომ მოავლინეს, როცა ანაფორიანებთან დავიდარაბა დაიწყო. მასთან ფრთხილად იყავით!” – ასეთი მრავლისმეტყველი რჩევა მისცა
ჰასან იბნ საბაჰის შესახებ…
„არაფერია ჭეშმარიტი. ყველაფერი დასაშვებია”. – ერთ-ერთი ვერსიით, ეს სიტყვები გახლდათ დევიზი უკიდურესი ფანატიზმით სახელგანთქმული ისეთი მასონური ორგანიზაციის ხელმძღვანელისა, როგორიც გახლდათ ეროვნებით სპარსი, „მთათა მოხუცად” წოდებული – ჰასან იბნ საბაჰის (1050-1124 წლები) მიერ დაარსებული – „ასასინების ორდენი”-სა.
ფილიპე II – „ეპიზოდი”
„გვირგვინოსან ჯალათად” წოდებული ესპანეთის მეფე – ფილიპე II (1527-1598 წლები) სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ნიკრისის ქარების შემოტევებით იტანჯებოდა, რასაც საბოლოო ჯამში, ემსხვერპლა კიდეც.
პირველყოფილი ადამიანების შესახებ…
„ქვის ხანას” ერთმა გონიერმა კაცმა – „ადამიანის ეპოქის სტარტი” უწოდა. მეცნიერთა მტკიცებით პალეოლითამდე ადამიანები ცხოველურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამ საფეხურის გადაბიჯებისთანავე ადამიანი იქცა ყველაზე ძლიერ და მთავარ მტაცებლად ეპოქებისა.
იოსიპ ბროზ ტიტო – „ეპიზოდი”
იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის რიგით მეოთხე პრეზიდენტი, ოდიოზური თვისებებით გამორჩეული ინტელექტუალი, პროფესიით ზეინკალი – იოსიპ ბროზ ტიტო (1892-1980 წლები), კომუნისტური ქვეყნის პირველი ლიდერი იყო,
ემილ ჰახა – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში, კერძოდ კი, 1939 წლის 14 მარტის სუსხიან ღამეს ბერლინს თავის მშვენიერ ქალიშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხოსლოვაკიის რიგით მესამე პრეზიდენტი – ემილ ჰახა (1872-1945 წლები).
„მიუნხენის კონფერენცია” – (ეპიზოდი)
1938 წლის 29 სექტემბერს, გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ მიუნხენში გამართული იქნა კონფერენცია, რომელსაც ოთხი ქვეყნის პირველი პირი დაესწრო: ადოლფ ჰიტლერი (გერმანია), ბენიტო მუსოლინი (იტალია), ნევილ ჩემბერლენი (დიდი ბრიტანეთი) და ედუარდ დალადიე (საფრანგეთი).
ჩეზარე ბორჯიას შესახებ…
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბორჯიების წყეულმა ოჯახმა მკვლელობა სრულყოფილ ხელოვნებად აქცია. ამ ესპანურ-იტალიური დინასტიის წარმომადგენლების აღვირახსნილობამ და სისასტიკემ თავის პიკს რომის პაპის – ალექსანდრე VI-ს, იგივე – როდრიგო ბორჯიას პონტიფიკისობის ჟამს მიაღწია.
მარტინ ლუთერი – „ეპიზოდი”
„მარადიული ქალაქიდან” სამშობლოში დაბრუნებული გერმანელი ღვთისმეტყველი - მარტინ ლუთერი (1483-1546 წლები), უკიდურესად აღშფოთებული იყო იმით, რაც ცოდვის ჭაობში ჩაფლული რომის პაპის – ლეო მეათეს კარზე იხილა.
კარაკალა – „ეპიზოდი”
რომის იმპერატორმა – მარკუს ავრელიუს სევერუს ანტონიუს ავგუსტუსმა (188-217 წლები), თავისი მეტსახელი – „კარაკალა”, იმ გალური ლაბადის სახელწოდებიდან („Caracalla”) მიიღო, რომელსაც მუდამ ატარებდა.