Category Archives: ისტორია
საინტერესო ფაქტები „კანაფის” შესახებ…
შუა საუკუნების გენიალური სპარსი საწვლული,მოაზროვნე და ფილოსოფოსი – აბუ ალი იბნ სინა,იგივე – ავიცენა ამბობდა,რომ ბუნებაში რაც კი გვხვდება,ყველაფერი შხამი და ყველაფერი წამალია,მაგრამ გააჩნია,რისთვის და რა რაოდენობით გამოიყენებთ მათო.
„NKVD”-ს შტატიანი ჯალათი – ალექსანდრე ემელიანოვი იგონებდა…
„წითელ იმპერიაში” მიმდინარე სასტიკი რეპრესიების პერიოდში „მოღვაწე” საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის,იგივე – „NKVD”-ს შტატიანი ჯალათი – ალექსანდრე ემელიანოვი მოგვიანებით იგონებდა,რომ „მუშაობის” დასრულების შემდგომ ის და მისი თანამშრომლები უმეტესწილად ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღებასა და მადიანად გამოძღომას ანიჭებდნენ უპირატესობას.
რა გამოსათხოვარი წერილი დაუტოვა პეტრონიუსმა „ყოფილადწოდებულ” მეგობარს – ნერონს?
რომის სისასტიკით სახელგანთქმული იმპერატორისა და ქრისტიანთა დაუძინებელი მტრის – ნერონის ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა და თანამეინახემ, „სინატიფის მსაჯულად” წოდებულმა დიდმა ძველ რომაელმა პოეტმა და „სატირიკონის” ავტორმა – პეტრონიუს არბიტერმა (14-66 წლები),
ნაკლებად ცნობილი ფაქტები მეამბოხე რომანტიკოსი რევოლუციონერის ერნესტო ჩე გევარას ბიოგრაფიიდან…
„აუცილებელია,შეგეძლოს ისე გახდე მკაცრი,რომ შეინარჩუნო სიმშვიდეო”, – არაერთხელ უთქვამს არგენტინულ ქალაქ როსარიოში,არქიტექტორის ოჯახში დაბადებულ საყოველთაოდ ცნობილ ლათინოამერიკელ მარქსისტ რევოლუციონერს - ერნესტო ჩე გევარას (1928-1967 წლები).
ფრიდრიხ III მშვიდობიანი – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების საღვთო რომის იმპერიაში,ისევე როგორც სხვა ევროპულ სახელმწიფოებში,სასჯელის ერთ-ერთ ზომად მსჯავრდებულებისათვის დაწესებული გახლდათ მშობლიური ქალაქებიდან განსაზღვრული დროით ან სამუდამოდ გაძევება.
სტივენ გროვერ კლივლენდი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 24- პრეზიდენტმა – სტივენ გროვერ კლივლენდმა (1837-1908 წლები),რომლის პორტრეტიც 1000 ამერიკულ დოლარიან ბანკნოტზეა აღბეჭდილი,სანამ ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებდა,რამდენიმე ხნის განმავლობაში შერიფად იმუშავა და აღნიშნულ პერიოდში სასტიკი ჯალათის რეპუტაციაც დაიმსახურა.
„თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის”
საყოველთაოდ ცნობილი ლათინური ფრაზის - „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის” თავდაპირველი ავტორი გახლდათ დიდი რომაელი ისტორიკოსისა და სახელოვანი ძველ ბერძენი პოლიტიკური მოღვაწის – ეპამინოდასის ბიოგრაფიის ავტორის და გენიალური რომაელი ორატორის – მარკუს ტულიუს ციცერონის უახლოესი მეგობარი - კორნელიუს ნეპოსი (ძვ.წ.აღ-ით 99-24 წლები).
კაძან-ტენო – „ეპიზოდი”
ადრეული ეპოქების „ამომავალი მზის ქვეყანაში” – იაპონიაში,ქვეყნის მომავალ იმპერატორებს აღმზრდელები პატარაობიდანვე უნერგავდნენ ბუნების მშვენიერებისადმი დიდ სიყვარულს,სხვადასხვა მეცნიერებებეთან ერთად ამეცადინებდნენ იაპონური კალიგრაფიული ხელოვნების ურთულესი და ულამაზესი ხელოვნების დაუფლებაში,აყვარებდნენ ლიტერატურას,განსაკუთრებით კი – პოეზიას…
შუა საუკუნეების ფრანკონიაში დამკვიდრებული ერთი უცნაური ტრადიცია
ფრანკონიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში (გერმანია),მდინარე მაინზე განთავსებულ ბავარიულ ქალაქ – ვიურცბურგში,შუა საუკუნეებში ერთი ფრიად უცნაური ტრადიცია იყო დამკვიდრებული.
ევდოკიმ ოგნევი – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,მეფის რუსეთში 1917 წელს განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების დაწყების ნიშანი (ზალპი),რომელმაც უდიდესი ფსიქოლოგიური როლი იქონია ზამთრის სასახლის შტურმის წარმატებით განხორციელების პროცესში,მიცემული იქნა სანკტ-პეტერბურგში,კერძოდ კი მდინარე ნევაში მდგომი ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში შემავალი რუსული კრეისერიდან – „ავრორა”.