Category Archives: ისტორია
ინკვიზიციის ისტორიიდან…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,სასულიერო სამსჯავროს – „ინკვიზიციის” მსახვრალი ხელით განადგურებული,დასახიჩრებული და გაძევებული იქნა ერესსა და ურჯულოებაში დადანაშაულებული ათასობით ადამიანი.
აგესილაე II – „ეპიზოდი”
მცირე აზიაში სპარსელების წინააღმდეგ მებრძოლ სპარტის მეფეს – აგესილაე II-ს (ძვ.წ.აღ-ით 444-360 წლები) თავისი მეომრების გასამხნევებლად ერთობ უჩვეულო მეთოდი ჰქონდა შემუშავებული.
მარი ანტუანეტი – „ეპიზოდი”
1755 წლის 2 ნოემბერს,ავსტრიის უმშვენიერეს დედაქალაქ ვენაში ქვეყნიერებას მოევლინა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის – ფრანც I შტეფანისა და მარია ტერეზია ავსტრიელის განტევების ვაცად ქცეული ქალიშვილი – მარია ანტონია იოზეფა იოჰანა ჰაბსბურგელ-ლოთარგინელი,იგივე – მარია ანტუანეტი.
ფრანჩესკო გვიჩარდინი – „ეპიზოდი”
რენესანსის ეპოქაში,რომის კათოლიკური ეკლესიის უმაღლეს იერარქიაში ფესვგადგმულმა სიმდაბლემ და სიბილწემ,ძარცვა-გლეჯამ და მკრეხელობამ,ძალმომრეობამ და თვითნებობამ დასავლეთ ევროპაში სათავე დაუდო რეფორმაციის დიდ ტალღას.
„მოლოტოვის პურის კალათები”
1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის მიმდინარე ომის პერიოდში,რა დროსაც ფინელმა მამულიშვილებმა გასაოცარი გმირობის ფასად თავიანთ სამშობლოს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეს,წითელი არმიის ავიაცია მასიურად ბომბავდა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკს.
რაში სდებდა ბრალს დე გოლს ჟან ლაფიტი?
ცნობილი ფრანგი კომუნისტი მწერალი – ჟან ლაფიტი (1911-2004 წლები),რომელმაც მთელი თავისი ძალისხმევა შეალია გერმანელ ოკუპანტებთან და ფრანგ გამცემლებთან დაუნდობელ ბრძოლას,საფრანგეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის უშუალო ხელმძღვანელს,გენერალ – შარლ დე გოლს (1890-1970 წლები) იმთავითვე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა.
სპარტაკი – „ეპიზოდი”
დიდი ძველ რომაელი ისტორიკოსის – მესტრიუს პლუტარქეს გადმოცემის თანახმად,უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლის წინ,რომელიც თრაკიელი მონის – სპარტაკის (ძვ.წ.აღ-ით 110-71 წლები) დაქვემდებარებაში მყოფი გლადიატორებისა და მონებისაგან შემდგარ არმიას რომაული რეგულარული ჯარების წინააღმდეგ უნდა გადაეხადა,
კარდინალი რიშელიეს აღსასრული
1642 წლის შემოდგომაზე საფრანგეთის სახელოვანი სახელმწიფო მოღვაწის – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიეს,იგივე – კარდინალი რიშელიეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობ გართულდა.
რომი იყო ქალაქი,სადაც…
ხმელთაშუაზღვის აუზის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ქცეული „მარადიული ქალაქი” – რომი იყო ქალაქი,სადაც მიცვალებულთა დაკრძალვაზე გლადიატორების ერთმანეთის ამოხოცვის ამაზრზენმა პრაქტიკამ პირველად ძვ.წ.აღ-ით 264 წელს აიღო სათავე (აღნიშნულ წელიწადს ძმებმა ბრუტებმა მამის დაკრძალვის დღეს ერთმანეთს შეაკლეს ექვსი შეიარაღებული მონა);
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის ჟამს…
რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის წლებში (ძვ.წ.აღ-ით 27 – ახ.წ.აღ-ით 14 წლები) ამ უზარმაზარი იმპერიის მოსახლეობა 75 მილიონ კაცს ითვლიდა.