Category Archives: ისტორია
ნერონის კოლოსი
რომის იმპერიის სისასტიკით განთქმულმა ოდიოზმა მმართველმა,იმპერატორმა – ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარმა,ანუ – ნერონმა (37-68 წლები),პირველ საუკუნეში “ნერონის ოქროს სახლის” ვესტიბიულში (საიმპერატორო რეზიდენცია პალატინის ბორცვზე) დიდ ბერძენ არქიტექტორს – ზენოდორუსს დააპროექტებინა და ააგებინა უზარმაზარი მარმარილოს ქანდაკება.
ალექსანდრე სუვოროვი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც 1762 წელს რუსეთის საიმპერატორო ტახტი ეკატერინე II-ს ვაჟმა – პავლე I-მა დაიკავა,სახელოვანი რუსი მხედართვარისა და გენერალსუმუსის - ალექსანდრე სუვოროვის (1730-1800 წლები) “დიდების მზის” ჩასვენება დაიწყო.
კონსტანტინე VIII-ს შესახებ…
როგორც ცნობილია,საქართველოს მიმართ ერთობ მტრულად განწყობილმა ბიზანტიის იმპერატორმა – კონსტანტინე VIII-მ (960-1028 წლები) რეალური ძალაუფლება 1025 წელს,მისი 65 წლის ასაკში ყოფნის პერიოდში მოიპოვა.
მამლუქების შესახებ…
მამლუქობამ,როგორც სამხედრო-ფეოდალურმა ორგანიზაციამ,რომელიც ფეოდალიზმის წიაღში იშვა და მისი შესაფერი იყო,თავისი მისია შეასრულა.იგი ახალი ფორმაციისათვის,ეგვიპტეში XIX საუკუნეში რომ იკიდებდა ფეხს,უკვე დრომოჭმული,უცხო გამოდგა და ამიტომ მისი მოსპობა,ისე როგორც თავის დროზე წარმოიქმნა,დროის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა.იგი ისტორიის კუთვნილებად იქცა და ახლა ღრმა მეცნიერულ შეფასებას მოითხოვს.
ასურეთის იმპერიის ისტორიიდან…
თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე შუა მდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძვ.წ.აღ-ით II ათასწლეულში ჩამოყალიბებული უძველესი სახელმწიფო – ასურეთი ის პირველი ქვეყანაა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,რომელშიაც სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდა ყველა მამაკაცისათვის,მათ შორის დიდგვაროვნებისთვისაც.
ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ ეგვიპტეში გამოცემული მანიფესტი
მას შემდგომ,რაც ნაპოლეონ ბონაპარტმა ეგვიპტის უმნიშვნელოვანესი ქალაქი – ალექსანდრია აიღო,თავი ეგვიპტელი ხალხის – როგორც არაბების,ისე კოპტების მამლუქთა ტირანიისაგან მხსნელად გამოაცხადა.
რა პასუხი გასცა საქართველოს მიშველების საკითხზე ქართველ ნათესავს მურად ბეიმ?!
მას შემდგომ,რაც 1798 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი ეგვიპტეში შეიჭრა,ფრანგული არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად “მამლუქები” დაირაზმნენ. (ავტორი გენია.ჯი) მამლუქთა ჯარის მხედართმთავარსა და ბელადს თბილისში დაბადებული ქართველი კაცი – მურად ბეი (1750-1801 წლები) წარმოადგენდა.
პრიტანეიონი
უძველეს ათენში არსებულ ეგერთ წოდებულ – “ორმოცდაათთა საბჭოს” რეზიდენციას,სადაც პრიტანები (სახელმწიფო საბჭოს წევრები) ქალაქისა და მისი მოქალაქეების სვე-ბედზე ბჭობდნენ – “პრიტანეიონი” ეწოდებოდა.გადატანითი მნიშვნელობით,სიტყვა – “პრიტანეიონი” აღნიშნავდა რისამე ცენტრს,მაგალითად,”ქვეყნის ცენტრს”.
აშოკა – „რელიგიური შემწყნარებლობის ედიქტი”
გაერთიანებული ინდოეთის იმპერატორი ძვ.წ.აღ-ით 273-232 წლებში მაურიის დინასტიიდან – აშოკა (ძვ.წ.აღ-ით 304-232 წლები) ის პირველი მონარქი გახლდათ ისტორიაში, რომელმაც რელიგიური შემწყნარებლობის თეზისები ჩამოაყალიბა წერილობითი ფორმით. მის მიერ გამოცემულ ედიქტში ვკითხულობთ:
რა დამსახურებები ასოცირდება ალექსანდრე VI-ს სახელთან?
რამდენადაც დაუნდობელი,გარყვნილი და უპრინციპო არ უნდა ყოფილიყო რომის რიგით 214-ე პაპი – ალექსანდრე VI (1431-1503 წლები),ის უნიკალური დამსახურებები,რომელიც პირადად მის სახელთან ასოცირდება,ნამდვილად არ უნდა მიეცეს დავიწყებას.