Category Archives: ისტორია

ედუარდ VII-ეს შესახებ…

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე და ლეგენდარული დედოფლის – ვიქტორიას ვაჟი – ედუარდ VII (1841-1910 წლები) განათლების მიღების მიმართ საშინელ გულგრილობას ჯერ კიდევ ყმაწვილური ასაკიდან იჩენდა.იგი უფრო დროსტარების მოყვარული კაცი გახლდათ.მაგალითად,ერთხელ,მსუბუქი ყოფაქცევის შიშველ ლამაზმანებთან აუზში მყოფი ახალგაზრდა ედუარდი საროსკიპო “ლე შაბანიეში” დააფიქსირეს .

ეტრუსკები – “ეპიზოდი”

ბოლსენის ტბასთან ახლოს მდებარე ეტრუსკების ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს დასახლებასა და პოლიტიკურ ცენტრში – ვოლსინიშში,განთავსებული გახლდათ ეტრუსკთა უმთავრესი ღვთაების – ვოლტუმნას ტაძარი,რომელშიც ძალიან ხშირად თათბირობდნენ ეტრუსკული სახელმწიფოების წარმომადგენლები.

რა სადღეგრძელო წარმოთქვა სტალინმა 1945 წლის 24 მაისს?

1945 წლის 24 მაისს საბჭოთა გენსეკის – იოსებ სტალინის პირადი ინიციატივით,”წითელი იმპერიის” ხელისუფლებამ  კრემლში წითელი არმიისა და ფლოტის სარდალთა საპატივცემულოდ მიღება გამართა.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – “ეპიზოდი”

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა (1202-1204 წლებში),რომელიც დაგეგმილი გახლდათ ეგვიპტის წინააღმდეგ და, რომელიც ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის შედეგად ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ იქნა შემობრუნებული,კონსტანტინოპოლის ალყით,მისი აღებითა და ამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქის საშინელი ძარცვა-გლეჯით გამოირჩა ისტორიაში.

ერთი შოტლანდიური ლეგენდა

შოტლანდიას გაუთავებელი ბრძოლები ჰქონდა თავის არაკეთილად განწყობილ მეზობელთან.დიდხანს გრძელდებოდა ეს ბრძოლები.ინგლისს მტკიცედ გადაეწყვიტა ჩრდილოეთით მოსაზღვრე მეზობლების გადაყლაპვა.ეტყობა,მუდამ ასეთი იყო მცირერიცხოვანი ხალხის ბედი,რომელსაც დაპყრობის ჟინით აგზნებული უფრო დიდი ქვეყანა ესაზღვრება.

რა მოხდა ნადეჟდა ალილუევას თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე?

1903 წლის შემოდგომაზე,ბაქოში მყოფმა 24 წლის იაკობ ჯუღაშვილმა,იგივე სტალინმა,კასპიის ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა მისი უფროსი თანამებრძოლისა და რევოლუციონერის – სერგეი ალილუევის 2 წლის ქალიშვილს – ნადეჟდა ალილუევას.

სად გადაასვენეს ვლადიმერ ლენინის ნეშტი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას?

საკითხი საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელისა და 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერის – ვლადიმერ ლენინის ცხედარის ბალზამირებისა და შენახვის შესახებ დასმული იქნა 1924 წლის იანვრის თვეში,ანუ საბჭოთა ბელადის გარდაცვალების დღეებშივე.აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი იოსებ სტალინი გახლდათ.

გადაუხადეს თუ არა ქრისტიანული წესის დაცვით პარაკლისი გარდაცვლილ სტალინს?

ერთ დღეს კუნცევოს აგარაკზე საკუთარ კაბინეტში მყოფ სტალინს მოახსენეს,რომ მას რუსეთის პატრიარქი ალექსი ეწვია და თქვენთან შეხვედრას ითხოვსო.როგორც ირწმუნებიან,სტალინი პატრიარქ ალექსის მიმართ კარგ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა,რადგან იგი მას ჭკვიან,დინჯ და დაკვირვებულ ადამიანად მიიჩნევდა.

ფილიპე IV ლამაზის მმართველობის შესახებ…

1285 წელს საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა საარაკო სილამაზის მქონე – ფილიპე IV ლამაზი (1268-1314 წლები).მისი მმართველობის პერიოდზე ისტორიკოსები ამბობენ: “აღზევდა საფრანგეთი,თუმცა დაემცრნენ ფრანგებიო”. და მართლაც,მეტად ხელმომჭირნე გახლდათ ფილიპე,როდესაც საქმე წვრილმანებს ეხებოდა,მაგრამ მეტად ხელგაშლილობა იცოდა,თუკი ეს სახელმწიფო ძლიერებისათვის იყო საჭირო.

ეკატერინე II-ის ფავორიტის – გრიგორი პოტიომკინის შესახებ…

რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფავორიტი მამაკაცი – გრიგორი პოტიომკინი (1739-1791 წლები)თავის დროზე სკოლიდან სიზარმაცისა და გამუდმებული დაუდევრობის გამო გარიცხეს,რის შემდეგაც სამხედრო სამსახურში განაგრძო მოღვაწეობა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ პოტიომკინი,რომელსაც ყველაზე ნაკლებად მიიჩნევდა თავის მეტოქედ გრიგოლ ორლოვი (ეკატერინეს საყვარელი მამაკაცი),როგორც მისი მეგობარი,სწორედ მან წარუდგინა პირველად დედოფალს.