Category Archives: ისტორია
იოზეფ კრამერის (ბელზენერი მხეცის) შესახებ…
იოზეფ კრამერი (1906-1945 წლები) – წარმოადგენდა განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ გერმანელ კომენდადტს ჩრდილოეთ-საქსონიის ტერიტორიაზე მდებარე ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკისა – “ბერგენ-ბელზენი”,სადაც მიუხედავად იმისა,რომ არ ფუნქციონირებდა გაზის კამერები,ოფიციალური მონაცემების თანახმად სიცოცხლეს გამასალმეს 70 000 ადამიანი.
ნაპლეონ I ბონაპარტის მიმართვა ფრანგ ჯარისკაცებს…
1805 წლის 2 დეკემბერს გენიალური ფრანგი მხედართმთავრის - ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) არმიამ ჩეხეთში მდებარე ისტორიულ რეგიონში – მორავიაში,”აუსტერლიცის ბრძოლის” სახელით ცნობილ სისხლისმღვრელ ბრძოლაში უმძიმესი მარცხი აწვნია რუსეთის იმპერიისა და ავსტრიის კოალიციურ ჯარებს.
„შიზოიდი” ბიზანტიის იმპერატორის – იუსტინე II-ეს შესახებ…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას მრავლად ახსოვს შიზოფრენიით დაავდებული და სხვადასხვაგვარი შლეგი თვისებებით შეპყრობილი ადამიანების მმართველობის ეპოქები. აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ დიდი ბიზანტიელი იმპერატორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის – იუსტინიანე I-ის უსაყვარლეს დისწულზე და ბიზანტიის შემდგომ იმპერატორზე 565-578 წლებში - იუსტინე II-ზე (520-578 წლები).
მერი I ტიუდორის (“სისხლიანი მერის”) შესახებ…
ჰენრი VIII-სა და ეკატერინე არაგონელის ქალიშვილი – მერი I ტიუდორი (1516-1558 წლები),რომელიც ინგლისისა და ირლანდიის სამეფო ტახტზე 1553 წელს ავიდა,იმ ერთადერთ ბრიტანელ დედოფალს განეკუთვნება,რომელსაც თავისმა ხალხმა არც ერთი ძეგლი არ აუგო, და ეს მაშინ,როდესაც მისი მეუღლის,ესპანთის მეფის ფილიპე II-ის სამშობლოში აღიმართა მერი I ტიუდორის ქანდაკება.
პუბლიუს ავრელიუს ლიცინიუს ვალერიუს ვალერიანუს I-ის შესახებ…
პუბლიუს ავრელიუს ლიცინიუს ვალერიუს ვალერიანუს I – წარმოადგენდა რომის ერთადერთ იმპერატორს (253-260 წლებში) ისტორიაში,რომელიც ბრძოლაში ტყვედ იქნა მტრის მიერ აყვანილი და ტყვეობაშივე დალია სული.
დენ სიაოპინი – “ეპიზოდი”
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს და რეფორმატორს – დენ სიაოპინს (1904-1997 წლები),ოფიციალურად არასოდეს დაუკავებია ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი პოსტი.
გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას შესახებ…
ტანად მაღალი იყო,სახით – მეტისმეტად ფერმკრთალი,კისერი და წვივები ძალიან წვრილი ჰქონდა,თვალები და საფეთქლები – ჩაცვენილი,შუბლი – ფართო და კოპებშეკრული,თავზე თხელი თმა ჰქონდა,კეფაზე – სულაც მოტვლეპილი,ტანზე კი ხშირი ბალნით იყო დაფარული.ამიტომ მისი ჩასვლისას ვინმეს რომ ზემოდან გადმოეხედა ან რაგინდარა მიზეზით უბრალოდ სიტყვა “თხა” დასცდენოდა,მომაკვდინებელ დანაშაულად მიიჩნევდა.
შარლ IX-ს შესახებ…
ეკატერინე მედიჩისა და ანრი II-ს ვაჟი – შარლ-მაქსიმილიან დე ვალუა,იგივე შარლ IX (1550-1574 წლები),რომელიც საფრანგეთის სამეფო ტახტზე 1560 წელს ავიდა,ქვეყნის ისტორიაში მეტად წარუმატებელი მეფის სახელით შევიდა,რადგან სწორედ მისი მმართველობისას განვითარდა საფრანგეთში მრავალრიცხოვანი რელიგიური ომები,მათ შორის “ფრანგი ხალხის ისტორიის სირცხვილად” წოდებული “ბართლომეს ღამე” (1572 წლის 23 აგვისტო),
ერეკლე II-ეს “დატირება” სოლომონ ლიონიძის მიერ…
“დღეს ჩვენი ქვეყანა ჩვენი მწუხარების ტახტზე ზის და ფასდაუდებელ მსხვერპლსა სწირავს; დღეს ზეცა მეშურნედ დასცემია დედამიწას და წართმევია მისთვის სიმდიდრე,სიბრძნე,მხედართმთავრობა,გვირგვინოსნობა; მოკვდა ერეკლე,ჰერკულესი,უძლეველი და მძლეთამძლეველი მეფეთა შორის.
“ასასინები” – (ეპიზოდი)
როგორც ცნობილია – “ასასინების ორგანიზაციას” საფუძველი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ჩაეყარა.მიუხედავად იმისა,რომ მათ მუდმივი ჯარი არ ჰყავდათ,შანტაჟისა და შეკვეთილი მკვლელობების დახვეწილი სისტემის წყალობით წარმოუდგენელი პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვეს.