Category Archives: ისტორია
იოსებ სტალინი “ქართველებისა და საქართველოს” შესახებ წერდა…
“ავიღოთ თუნდაც ქართველები.რეფორმების წინა ხანაში ქართველები საერთო ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ; მიუხედავად ამისა,ისინი არსებითად ერთ ერს არ შეადგენდნენ,ვინაიდან,ნაწილდებოდნენ რა ერთმანეთისაგან მოწყვეტილ მთელ რიგ სამთავროებად,
რაში შეცდა პოლიბიოსი?
დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი,სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი – პოლიბიოსი (ძვ.წ.აღ-ით 200-120 წლები),გვაუწყებდა,რომ ძვ.წ.აღ-ით 217 წელს ეგვიპტის ფარაონმა პტოლემე IV ფილოპატორმა ომი გამოუცხადა სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს (სირიის) მეფეს – ანტიოქე III დიდს.
ნაპოლეონ I ბონაპარტის შესახებ…
ერთ დროს უდიდესი ძალაუფლების მფლობელისა და ევროპის შემაზანზარებელი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრების უკანასკნელი ეტაპი ისე წარიმართა,როგორსაც იგი თვით ყველაზე ამაზრზენ სიზმარშიც რომ ვერ ნახავდა.
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისრის შესახებ…
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები) – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რომის იმპერატორის კლავდიუსის მიერ მისი შვილად აყვანამდე – ლუციუს დომიციუს აჰენორბაბუსი გახლდათ,ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ,აღვირახსნილ,დაუნდობელ და ოდიოზურ მმართველად მიიჩნევა დღემდე რომის ისტორიაში.
ჯორჯ III-ს ბიოგრაფიიდან…
ჯორჯ III (1738-1820 წლები),იგივე ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერი - წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფეს.დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო,რომ იგი მანიაკალური-დეპრესიის სინდრომით იტანჯებოდა,თუმცა 1960-იან წლებში მეცნიერებმა წამოაყენეს თეორია იმის შესახებ,რომ ჯორჯი – “პორფირიით” იყო დაავადებული
კონრად ჰერმან იოზეფ ადენაუერის შესახებ…
კონრად ჰერმან იოზეფ ადენაუერი (1976-1967 წლები) – წარმოადგენდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველ ბუნდესკანცლერსა და გერმანიის სახელმწიფო მოღვაწეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ მან ქვეყნის მართვის სადავეები 73 წლის ასაკში (1949 წლის 15 სექტემბერი) აიღო ხელში,რამაც განაპირობა კიდეც ადენაუერის,როგორც “თანამედროვე ისტორიაში” ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მმართველის ტიტულის მინიჭება.
ჯეიმზ I სტიუარტის შესახებ…
ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ,ინგლისის სამეფო ტახტზე ასული სტიუარტების დინასტიის პირველი მეფის ჯეიმზ I-ის (1566-1625 წლები) ოფიციალურად ცნობილი მამა და შოტლანდიის დედოფლის – მარიამ სტიუარტის მეუღლე – ჰენრი სტიუარტი,იგივე ლორდი დარნლი,ჯეიმზს ღვიძლ შვილად არასოდეს აღიარებდა.
ადოლფ ჰიტლერის შესახებ…
1942 წლის 19 ნოემბერს,როდესაც პირველი ცნობები მიიღო საბჭოთა ჯარების მიერ ფრონტის ხაზის გარღვევის შესახებ,ადოლფ ჰიტლერი ობერზალცბერგში იყო გადაბარგებული.შეტევითი ბრძოლები,რომელსაც “წითელი არმია” ცხრა კვირის განმავლობაში აწარმოებდა სტალინგრადში,გერმანული ჯარის კაპიტულაციით დასრულდა.
მარკუს პორციუს კატონის (უმცროსი) შესახებ…
მარკუს პორციუს კატონი „უმცროსი” (ძვ.წ.აღ-ით 95-46 წლები) – წარმოადგენდა იმ შესანიშნავ რომაელ პოლიტიკურ მოღვაწეს, ლეგატს (ელჩს), სამხედრო ტრიბუნს, პრეტორსა და მარკუს პორციუს კატონის (უფროსი) შვილთაშვილს, ძველი რომაელები თვით გაიუს იულიუს კეისარსაც რომ ადარებდნენ.
როგორ დასაჯა სპარტელმა დედამ – “სამშობლოს მოღალატე” შვილი?!
პავსანია (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) – წარმოადგენდა სპარტელ იმ მხედართმთავრს,რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბერძენ-სპარსელთა ომში.იგი ხელმძღვანელობდა ბერძენთა არმიას პლატეის ბრძოლის დროს ძვ.წ.აღ-ით 479 წელს და მისმა გამარჯვებამ აღნიშნულ ბრძოლასა და მიკალესთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში მცირე აზიაში მდებარე ბერძნული ქალაქები სპარსელებისაგან გაანთავისუფლა.