Category Archives: ისტორია

აშოტ I დიდი

აშოტ I ბაგრატიონი - ქართულ საისტორიო წყაროებში მოიხსენიება სახელწოდებით “დიდი”,რადგან მან მთელი თავისი სიცოცხლე,მთელი თავისი ძალისხმევა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას და საქართველოს გაერთიანების საქმეს შეალია.

ნიზამ ალ-მულკი

აბუ ალი ალ-ჰასან იბნ ალი იბნ ისჰაკ ატ-ტუსი - ცნობილი,როგორც ნიზამ ალ მულკი,დაიბადა დაახლოებით 1018-დან 1020 წლების ჩათვლით პერიოდში,სოფელ რადკანში,ტუსასთან ახლოს (ირანი).მისი სახელი – ნიზამ ალ მულკი,აღნიშნავს “სამეფოს წესრიგს”.იგი გახლდათ ის სპარსი სახელმწიფო მოხელე სელჩუკთა სამეფო დინასტიის კარზე,რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან და ძლევამოსილ სახელმწიფო მოხელეს წარმოადგენდა შუასაუკუნეების მუსულმანურ აღმოსავლეთში. (ავტორი გენია.ჯი)

“ვიკუს კულტურა”

“ვიკუს კულტურა” - გახლავთ კოლუბამდელი ეპოქის არქეოლოგიური კულტურა,რომელიც თარიღდება,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით V საუკუნიდან – ახ.წ.აღ-ით VI საუკუნემდე ეტაპით და მიეკუთვნება “კლასიკურ” კოლუბამდელ კულტურას.

“ვილკაბამბა”

“ვილკაბამბა” - მოიხსენიებენ,როგორც “ბოლო თავშესაფარს”.ინკების იმპერატორი მანკო ინკი იუპანკი,იგივე მანკო II (1514-1544 წლები),მას შემდეგ რაც მათ მიწებზე “კონკისკადორები” შეიჭრნენ,1536 წელს იძულებული ხდება თავი შეაფაროს,ისეთ ტერიტორიას,საიდანაც წინააღმდეგობას გაუწევდა დამპყრობლებს.

“კიროსის მანიფესტი”

“კიროსის მანიფესტი” - ცნობილი ასევე,როგორც “კიროსის ცილინდრი”,წარმოადგენს თიხისაგან დამზადებულ ცილინდრს,რომელზეც სპარსეთის იმპერიის დამაარსებელმა (აქიმენდიტთა დინასტიის პერიოდში) – კიროს II დიდმა (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 559-530 წლები),დააწერინა თავისი გამარჯვებები,წინაპართა ვინაობები და მის მიერ ჩადენილი ის მოწყალე საქმეები,რაც მას მეფობის პერიოდში ჩაუდენია.

“ტეოპანტეკუანიტლანი”

“ტეოპანტეკუანიტლანი” - აღნიშნავს “წმინდა ადგილს”,სიტყვა-სიტყვით კი “იაგუართა წმინდა ადგილს”.იგი გახლავთ არქეოლოგიური ძეგლი კოლუბამდელი ცივილიზაციისა,მესოამერიკის ფორმაციული პერიოდის შუა ხანებისა.იგი მდებარეობდა თანამედროვე მექსიკის შტატ გერეროს ტერიტორიაზე,მდინარე ბალსას-ატოიაკის ხეობაში.

“ეპანაგოგა”

“ეპანაგოგა” - გახლდათ ბიზანტიის იმპერიის კანონთა კრებული IX საუკუნეში.იგი შედგენილ იქნა ბიზანტიის იმპერატორის – ბასილი I მაკედონელის (მმართველობის წლები – 867-886 წლები) და მისი შვილების,მომავალი იმპერატორების – ლეონის (ლეონ VI ბრძენი 866-912 წლები) და ალექსანდრეს (870-913 წლები) მიერ.

“მთვარის ტაძარი”

“მთვარის ტაძარი” - ადგილობრივები მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “მთვარის უაკა”.იგი გახლდათ ტაძრის ნაგებობა ლა-ლიბერტადის რეგიონში,პერუს ჩრდილო-აღმოსავლეთით და განეკუთვნებოდა ერთ-ერთი უძველესი მოჩეს კულტურის ნაგებობას (მოჩეს კულტურა კოლუბამდელი კულტურა გახლდათ I საუკუნიდან VIII საუკუნის ჩათვლით).

მეფე არჩილი

არჩილი (მეფობდა VIII საუკუნეში) ძე იყო ქართლის ერისმთავარის სტეფანოზ III-ისა.ჯუანშერის მატიანეში იგი მოხსენიებულია მეფედ და იმავე მატიანეში მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი,ხოლო აფხაზეთის ერისმთავარი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო.

უასკარი

უასკარი - დაიბადა 1500 წელს და გახლდათ ინკების იმპერიის მეთორმეტე მმართველი.იგი იყო ვაჟი ინკების იმპერიის მეთერთმეტე იმპერატორის უაინა კაპაკასი (1476-1527 წლები) და ძმა კიტოს რეგიონის მმართველის – ატაჰუალპასი (1497-1533 წლები).სწორედ ატაჰუალპა გახლდათ ის მმართველი,რომელიც მოგვიანებით,ჩაერთო აჯანყებაში ინკების კანონიერი იმპერატორის და მისი ძმის უასკარის წინააღმდეგ.