Category Archives: გეოგრაფია
მდინარე “კაუტო”
“კაუტო” - გახლავთ მდინარე კუნძულოვან სახელმწიფოში კუბაში,სანტიაგო-დე-კუბასა და გრანმას პროვინციებში.მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და სათავეს იღებს სერა-მაესტრას მთებში 600 მეტრ სიმაღლეზე.
გეოგრაფიიდან…
1. დედამიწაზე ყველაზე ცივი ტემპერატურის მქონე მდინარედ მიჩნეულია რუსეთში მდებარე მდინარე – “ინდიგირკა” (იაკუტიაში),რომელიც ჩაედინება აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში.თავის მხრივ კი იგი წარმოადგენს – ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზს.
ჯეიმს რობინსონი
ჯეიმს რობინსონი - დაიბადა 1809 წლის 3 ნოემბერს ქალაქ ბოსტონში,ლინკოლნშირის საგრაფო (ინგლისი).იგი გახლდათ ცნობილი ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი,რომელმაც ორგანიზება გაუკეთა მოგზაურთა ექსპედიციას 1845 წელს ტუნისიდან,ლიბიაში,გადამესის და გატის ოაზისებსა და საჰარის უდაბნოში.
მარტინ ბეხაიმი – “მიწიერი ვაშლი”
“მიწიერი ვაშლი” - ტრადიციული სახელწოდება გახლავთ “გლობუსისა”.იგი შექმნილი იქნა გამოჩენილი გერმანელი სწავლულის,მეზღვაურისა და მოგზაურის – მარტინ ბეხრაიმის (1459-1507 წლები) მიერ.აღსანიშნავია,რომ სწორედ მარტინი მიიჩნევა შემქმნელად იმ უძველესი გლობუსისა,რომელმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია.
სალტორო კანგრი
სალტორო კანგრი - გახლავთ უმაღლესი მწვერვალი სალტოროს ქედებისა – ყარაყოუმის მთათა სისტემაში.იგი მდებარეობს ინდოეთისა და პაკისტანის სადავო ტერიტორიებზე,სიაჩენის მყინვარის სამხრეთ-დასავლეთით.
უსუმასინტა
უსუმასინტა - გახლავთ მდინარე ცენტრალურ ამერიკაში,რომელიც მიედინება მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ და გვატემალის ჩრდილო დასავლეთ ნაწილებში.
აუნუუ
აუნუუ - გახლავთ ის პატარა კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში,რომელიც განეკუთვნება ამერიკული სამოას ადმინისტრაციულ ერთეულს და წარმოადგენს ამერიკის შეერტებული შტატების ტერიტორიას.
ვულკანი – “კელიმუტუ”
ვულკანი “კელიმუტუ” - მდებარეობს ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე,ზღვის დონიდან 1639 მეტრ სიმაღლეზე.მის კალთებზე მდებარეობს კრატერული წარმოშვების სამი ულამაზესი ტბა.
“ტეუანტეპეკის ყურე”
“ტეუანტეპეკის ყურე” - გახლავთ ყურე წყნარ ოკეანეში,ტეუანტეპეკის ვიწრო ყელის სამხრეთით და მოიცავს ტერიტორიას მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებისა.
ტბა – “ალო”
ტბა “ალო” - გახლავთ უმაღლესი ალპური ტბა ევროპაში,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე,პელას მთის მასივში მერკანტურის ეროვნული პარკში – ზემო პროვანსის ალპების დეპარტამენტში (საფრანგეთი).