Category Archives: გეოგრაფია
“ბაბილონური მსოფლიო რუკა”
“ბაბილონური მსოფლიო რუკა” - წარმოადგენს უძველეს თიხის ფირფიტას,გვიანდელი ბაბილონური პერიოდისა – შუამდინარეთიდან.მასზე გამოსახულია ცნობილი “ბაბილონური მსოფლიო რუკა” და შეიცავს,ისევე როგორც ნამდვილ გეოგრაფიულ ობიექტებს,ასევე მითოლოგიურ ელემენტებსაც.
“სონორას უდაბნო”
“სონორას უდაბნო” - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “ჰილას უდაბნო”.იგი გახლავთ ქვიშა-კლდოვანი უდაბნო,რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში,ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე.მოიცავს ტერიტორიებს ამერიკის,არიზონასა და კალიფონიის შტატებს და მექსიკის შტატ სონორას,ჩრდილოეთით კალიფორნიის ყურემდე.
“ვირუნგას მთები”
“ვირუნგას მთები” - გახლავთ ვულკანური წარმოშობის მთათა სისტემა აფრიკის კონტინენტზე,კივუს ტბასა და ედუარდის ტბებს შორის.იგი მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის,რუანდისა და უგანდის სასაზღვრო ტერიტორიებზე და წარმოადგენს ნაწილს – აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზისა (ერთ-ერთი უმსხვილესი რღვევის ხაზი აღმოსავლეთ აფრიკაში,რომელიც გადაჭიმულია 6000 კილომეტრზე,სირიიდან ცენტრალურ მოზამბიკამდე).
“კარკარანია”
“კარკარანია” - გახლავთ მდინარე სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა),რომელიც სათავეს იღებს არგენტინის პროვინცია კორდობაში,მდინარეების ჩოკაჩანჩარავასა და ტერცეროს შეერთების შედეგად.
“Descriptio Maris Pacifici” – (წყნარი ოკეანის აღწერა)
” Descriptio Maris Pacifici” - ლათინურ ენაზე – “წყნარი ოკეანის აღწერა”,გახლავთ ცნობილი ნიდარელანდელი (ფლამანდრიელი) კრიპტოგრაფისა და გეოგრაფის,საზოგადოდ აღიარებული,როგორც პირველი თანამედროვე ატლასის შემქმნელის - აბრაჰამ ორტელიუსის (1527-1598 წლები),მიერ შედგენილი დეტალურ გამოსახულებიანი რუკა “წყნარი ოკეანისა” (რომელსაც ადრეულ ხანაში მოიხსენიებდნენ,როგორც: სამხრეთის ზღვა). (ავტორი გენია.ჯი)
“ლაგარფლოუთის ტბა”
“ლაგარფლოუთის ტბა” - განეკუთვნება მტკრნალწყლიან ტბათა რიგს.იგი მდებარეობს ისლანდიის აღმოსავლეთით,ქალაქ ეგილსტადირთან.
“ტენგერის უდაბნო”
“ტენგერის უდაბნო” - მდებარეობს დასავლეთ ნაწილში შიდა მონღოლეთის ავტონომიყრ რაიონსა და ცენტრალურ ნაწილში განსუს პროვინციაში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა).
“მონუმენტების ხეობა”
“მონუმენტების ხეობა” - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “ძეგლების ხეობა”.იგი გახლავთ უნიკალური გეოლოგიური წარმონაქმნი (ხეობა),რომელიც მდებარეობს არიზონას შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით და იუტას შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით (ამერიკის შეერთებულ შტატებში).
ჟანა ბარე – “პირველი მსოფლიო მოგზაური მანდილოსანი”
ჟანა ბარე - დაიბადა 1740 წლის 27 ივლისს საფრანგეთში.მისი სახელი ისტორიაში შევიდა,როგორც ის პირველი მოგზაური ქალბატონი,რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.
“ნიირაგონგოს ვულკანი”
“ნიირაგონგოს ვულკანი” - მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე,ვირუნგას ვულკანური წარმოშვების მთებში,კივუს ტბიდან სამხრეთით 20 კილომეტრში,რუანდისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოსაზღვრე ნაწილში.