Category Archives: გეოგრაფია
ბანდე-ამირი
ბანდე-ამირი – წარმოადგენს ექვსი ტბისაგან შემდგარ ერთგვარ ჯაჭვს ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბამიანის პროვინციაში.ტბები განთავსებულია ჰინდუქუშის მთათა სისტემაში,ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე.
ერგი-შები
ერგი-შები – წარმოადგენს აფრიკული სახელმწიფოს მაროკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ერთადერთ ერგს,მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვიშიან უდაბნოში – საჰარაში.ცნობისათვის,თავად სიტყვა – ერგი გახლავთ,უმეტესად აფრიკისა და არაბეთის უდაბნოებში გავრცელებული ქვიშიანი მასივების საერთო სახელწოდება.იგი უმთავრესად წარმოიქმნება რელიეფის დადაბლებულ ადგილებში და მოიხსენიებენ,როგორც – “დიუნების ველი”.
ელ-პენიონ-დე-გუატაპე
ელ-პენიონ-დე-გუატაპე – რომელსაც ასევე,მოიხსენიებენ,როგორც – “პიედრა-დე-გუატაპე”,წარმოადგენს კოლუმბიაში მდებარე ანტიოკიის დეპარტამენტში განთავსებულ,განცალკევებით მდგომ ულამაზეს კლდეს.კერძოდ,იგი მდებარეობსკოლუმბიურ ქალაქებს – გუატაპესა და ელ-პენოლს შორის.
იათირი
იათირი – წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში,ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე – ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ უდიდეს ხელოვნურად გაშენებულ ტყის მასივს.
მარ-ო-სონჟის ჭაობი
მარ-ო-სონჟის ჭაობი – წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე,მავრიკის კუნძულზე (მავრიკის რესპუბლიკა) განთავსებულ მცირე მოცულობის მქონე ჭაობს.იგი,ბლუი-ბეის ყურის სანაპიროდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარეობს და განთავსებულია ზღვის დონიდან 0,50 მეტრ სიმაღლეზე.
ნოტოს ნახევარკუნძული
ნოტოს ნახევარკუნძული – წარმოადგენს იაპონიის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი უდიდესი და უმთავრესი კუნძულის -ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნახევარკუნძულს.
კანასის ტბა
კანასის ტბა – მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ სინძიანის ავტონომიურ რაიონში,კერძოდ ალტაის მთებში,ზღვის დონიდან 1 340 მეტრ სიმაღლეზე.
ბიშოპ-როკის კუნძული – (დედამიწის ყველაზე პატარა კუნძული)
ბიშოპ-როკის კუნძული – წარმოადგენს ატლანტის ოკეანეში მდებარე სილის არქიპელაგის ერთ-ერთ კლდოვან კუნძულს,რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შედის.
გრენლანდიის მყინვარული საფარი
გრენლანდიის მყინვარული საფარი – წარმოადგენს სიდიდით მეორე მყინვარულ საფარს დედამიწაზე,ანტარქტიკის მყინვარული საფარის შემდეგ.
ვულკანი “მიჰარა”
“მიჰარა” – წარმოადგენს მოქმედ სტრატოვულკანს იაპონიის კუნძულ იძუოსიმაზე.იგი საშუალოდ ყოველ 100-150 წელიწადში ერთხელ ამოიფრქვევა.ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 764 მეტრია.