Category Archives: ხელოვნება
“ფიცუილიამის მუზეუმი”
“ფიცუილიამის მუზეუმი” - წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმს,რომელიც ”კემბრიჯის უნივერსიტეტის” ბაზაზეა დაფუძნებული და ამავე ქალაქში მდებარეობს (დიდი ბრიტანეთი).
“ნორტუმბერლანდია”
“ნორტუმბერლანდია” - გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი “ლანდშაფტური სკულპტურა”,რომელიც დამზადებული და სრულყოფილი იქნა 2012 წელს ცნობილი ინგლისელი მხატვრისა და დიზაინერის – ჩარლზ ჯენქსისა და “Banks Mining Group”-ის კოლექტივის მიერ,რომელთაც ხელმძღვანელობდა – მეტიუ რიდლი.
ჰარიეტ ბაკერი
ჰარიეტ ბაკერი დაიბადა 1845 წლის 21 იანვარს ჰოლმესტრანის კომუნაში,ვესტფოლის საგრაფოში (ნორვეგია).იგი წარმოადგენდა დიდ ნორვეგიელ მხატვარს და სახვითი ხელოვნების ისტორიაში,პირველ სკანდინავიელ “პროფესიონალ” მხატვარ ქალს.
ხოაკინ რაფაელ ფენიკსი
ხოაკინ რაფაელ ფენიკსი დაიბადა 1974 წლის 28 ოქტომბერს,კარიბის ზღვის კუნძულოვან სახელმწიფო პუერტო-რიკოში.იგი გახლავთ ერთ-ერთი გამოჩენილი პუერტო-რიკოული წარმომავლობის მქონე,ამერიკელი მსახიობი,რომელსაც უდიდესი წარმატება მოუტანა ფილმებმა: “გლადიატორი” და “ნიშნები”.
“ქალი ელჩედან”
“ქალი ელჩედან” - ესპანურად “Dama de Elche”,გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლი (ქანდაკება) იბერიული (ძველესპანური) ხელოვნებისა,რომელიც სპეციალისტთა ვარაუდით დამზადებული უნდა იყოს ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში.
“თანამედროვეები”
“თანამედროვეები” - ესპანურად ”Los Contemporaneos”,წარმოადგენდა ავანგარდულ ჯგუფს მექსიკელი ინტელექტუალებისა,რომლებიც გაერთიანდნენ ამავე სახელწოდების ჟურნალის ირგვლივ (1929-1931 წლები),რომელიც გამოიცემოდა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში.
სოფონისბა ანგისოლა
სოფონისბა ანგისოლა - დაიბადა,დაახლოებით 1532 წელს,იტალიის ქალაქ კრემონაში (ლომბარდია).იგი გახლდათ გამოჩენილი იტალიელი მხატვარი და პირველი ცნობილი ფერმწერი ქალი რენესანსის ეპოქისა.
იან გოსარტი – “მაბიუზი”
იან გოსარტი დაიბადა 1479 წელს,საფრანგეთის ქალაქ მაბიოჟში.მისი ზედსახელი “მაბიუზი” სწორედ ამ ქალაქის სახელთან არის დაკავშირებული.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ნიდერლანდელ მხატვარს,გრაფიკოსსა და ხის ჩუქურთმების ოსტატს.
გეორგ ზამფირი
გეორგ ზამფირი დაიბადა 1941 წლის 6 აპრილს რუმინეთის ქალაქ გეეშტში.იგი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო რუმინელ მუსიკოსს და შემსრულებელს მრავალი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოებისა,ულამაზესი ჰანგების გამომცემ პან-ფლეიტაზე.
ტიციან ტაბიძე – “ნიკო ფიროსმანი”
“მსოფლიო ხელოვნების და მწერლობის ისტორიაში ყველაზე მწუხარე და მგრძნობიარე სტრიქონებია: