Category Archives: ხელოვნება
სანტა-მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძრის უნიკალური გუმბათი
მდინარე არნოს სანაპიროზე განფენილი ულამაზესი ქალაქის – ფლორენციის ცენტრალურ ნაწილში,პიაცა დელ დუომოს მოედანზე, 1296 წელს დაიწყო – სანტა-მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა,რომელიც დასრულებული იქნა 1436 წელს.
„ჩარლზ I-ის სამმაგი პორტრეტი” – (ეპიზოდი)
1635-1636 წლებში დიდებულმა ნიდერლანდელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა - ანტონ ვან დეიკმა დახატა ტილო,სახელწოდებით - „ჩარლზ I-ის სამმაგი პორტრეტი”,რომელიც იმთავითვე იქცა მისი ზღაპრული შემოქმედების ერთ-ერთ გვირგვინად.
გია ყანჩელი – „ეპიზოდი”
„ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად დავიწყე ფილოსოფოსობა.შუა ხნის ასაკში მყოფს მეგონა,რომ რაღაც ვიცოდი ამქვეყნად.ახლა კი,როდესაც 80 წელს მივაღწიე,დავრწმუნდი,რომ არც არაფერი ვიცი და ვერც ვერაფერი გავიგე”. – ასე განუცხადა უცხოელ ჟურნალისტს ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობისას გენიალურმა ქართველმა კომპოზიტორმა და პედაგოგმა – გია ყანჩელმა.
ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამის” შესახებ…
საკვირველია,მაგრამ ფაქტია,რომ გენიალური ნიდერლანდელი პოსტ-იმპესიონისტი მხატვარი – ვინსენტ ვილემ ვან გოგი,შედევრ-ქმნილებას – „ვარსკვლავებიან ღამე”-ს მის ყველაზე წარუმატებელ ნაწარმოებად მიიჩნევდა.
ვიქტორ-მარი ჰიუგო წერდა…
„ხუროთმოძღვრების დიდი ქმნილებანი იმდენად ცალკე პიროვნებათა ნაწარმოები როდია,რამდენადაც მთელი საზოგადოების ნამოღვაწარი; ისინი უფრო მეტად ხალხის შრომითა და ოფლით არის შექმნილი,ვინემ გენიოსი ადამიანის ზეშთაგონებით.
ფრანჩესკა კაჩინი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, XVII საუკუნეში მანდილოსნებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ სცენაზე საოპერო არიების შესრულება, და ზოგადად რომ ვთქვათ, – სიმღერაც.
ვან გოგი – დონ კიხოტი
საკუთარი ხელით ყურის ბიბილო მოკვეთელ გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერს – ვან გოგს სულიერად ენათესავებოდა მისი შორეული,ერთობ კეთილშობილი წინაპარი,საყოველთაოდ ცნობილი ხელგამხმარი გენიოსის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას ცაცია ხელით გამოძერწილი საკაცობრიო კეთილდღეობისათვის თავგანწირული ლამანჩელი იდალგო – დონ კიხოტი.
პოლ სეზანი & ემილ ზოლა
გენიალური ფრანგი მხატვარი – პოლ სეზანი (1839-1906 წლები) გარკვეული ხნის განმავლობაში ახლობელი ადამიანების პორტრეტების ხატვით იყო დაკავებული.
რა დაუვიწყარი სიტყვები მიუძღვნა გოეთემ „სტრასბურის საკათედრო ტაძარს?”
სტრასბურგში ჩასულმა და სასტუმრო „Zum Gist”-ში დაბინავებულმა გენიალურმა გერმანელმა პოეტმა,ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ (1749-1832 წლები) იმავე დღეს მოინახულა გოთიკის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქმნილება – „სტრასბურის საკათედრო ტაძარი”,რომელიც თავის დროზე,გერმანელი არქიტექტორების მიერ იქნა აგებული.
კაცუსიკა ხოკუსაი – „ეპიზოდი”
ტოკუგავას ეპოქაში,ანუ „დიდ ეპოქაში” (1603-1868 წლები) ამომავალი მზის ქვეყანაში – იაპონიაში „უკიოოე”-ს კულტურა აღორძინდა.აღნიშნულ ეპოქაში იაპონიაში მოღვაწეობდნენ ისეთი გენიალური პერსონები,როგორებიც გახლდნენ – ბასიო,უტამარო,ხიროშივე და სხვები.