Category Archives: ფლორა და ფაუნა

ირავადის დელფინი

ირავადის დელფინი – წარმოადგენს დელფინისებრნთა ოჯახის უიშვიათეს წყლის ძუძუმწოვარს,Orcaella-ს სახეობისა.ცნობილია ის გარემოება,რომ აღნიშნული სახეობის დელფინს,ბირმაში მდებარე მდინარე – “ირავადის” სახელი აქვს მინიჭებული და როგორც სპეციალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს,თანამედროვე პერიოდში მხოლოდ ის არის ერთადერთი ადგილი,სადაც ისინი ბინადრობენ.

პატარა შავარდენი

პატარა შავარდენი – წარმოადგენს შავარდნისნაირნთა რიგის მტაცებელ ფრინველს.მისი გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის მშრალი რეგიონები 

კლიანტუსი

კლიანტუსი – წარმოადგენს პარკოსნების ორლებნიან ყვავილოვან მცენარეთა ბიოლოგიური ოჯახის წარმომადგენელს.სულ ბუნებაში,ამ ულამაზესი მცენარის ორი ქვესახეობა გვხვდება – Clianthus puniceus და Clianthus maximus.

Pelochelys cantorii

Pelochelys cantrii - განეკუთვნება იმ ტრიონიქსისებრნთა ოჯახის,მტკნარი წყლის რბილტყავა კუთა რიგს,რომელსაც ზოოლოგები ერთი პერიოდის მანძილზე გადაშენებულ სახეობად მიიჩნევდა.

ზეფირანტესი

ზეფირანტესი – წარმოადგენს ამარილისისებრნთა ოჯახის ბოლქვიან,მრავალწლოვან ყვავილოვან მცენარეთა რიგს,რომელსაც ბოტანიკოსები ადრეულ წლებში შროსანისებრთა ოჯახის მცენარედ განიხილავდა.

საოლა

საოლა – წარმოადგენს ძუძუმწოვრების რიგის,ძროხისებრთა ოჯახის ცხოველს,წყვილჩლიქოსნების სახეობისა.მათი გავრცელების უმთავრესი არეალია ვიეტნამისა და ლაოსის ტერიტორიები.

“ნელამავალნთა” შესახებ…

“ნელამავალნი” - განეკუთვნებიან პატარა უხერხემლოების ტიპს და ბინადრობენ ზღვებში,ოკეანეებში,ხავსსა და ნიადაგში.მათ შესახებ პირველი ცნობები 1773 წელს მოგვაწოდა და აღგვიწერა დიდმა გერმანელმა ზოოლოგმა და პასტორმა – იოჰან აუგუსტ ეფრაიმ გიოცემ (1731-1793 წლები),

კაშალოტი

კაშალოტი - წარმოადგენს ძუძუმწოვარ გიგანტ ცხოველს კბილიანი ვეშაპის ქვერიგისა.ისინი ბუნებაში ერთადერთი სახეობა გახლავან კაშალოტისებრნთა ოჯახისა.მონათესავენი არიან კოგიას (კბილიანი ვეშაპების ქვერიგი) და ყველაზე დიდი წარმომადგენელია კბილიანი ვეშაპების რიგისა.

ტილაცინი – (ტასმანიური მგელი)

ტილაცინი - (სამეცნიერო სახელწოდება – “ძაღლის თავიანი ჩანთისებრი”),რომელსაც ასევე მოიხსენიებენ სახელებით – ტასმანიური მგელი,ჩანთოსანი მგელი და ტასმანიური ვეფხვი,წარმოადგენს გადაშენებულ მტაცებელ ძუძუმწოვარა ცხოველს ჩანთოსნების ინფრაკლასისა.

ვოლემია

ვოლემია – ლათინიზირებული სახელი – Volemia,წარმოადგენს მარადმწვანე წიწვოვანი კლასიფიკაციის მცენარეს,არაუკარისებრნთა გვარისა.მისი,მხოლოდ ერთადერთი სახეობაა ბუნებაში გავრცელებული და მას – “კეთილშობილ ვოლემიად” მოიხსენიებენ.