Category Archives: ფლორა და ფაუნა
პელაგიური დიდპიროვანი ზვიგენი
პელაგიური დიდპიროვანი ზვიგენი - გახლავთ ერთ-ერთი სახეობა,იმ სამი სახეობის ზვიგენებს შორის,რომლებიც იკვებებიან პლანტკონებითა და სხვა მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმებით.
ბაყმის ხე
ბაყმის ხე - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “შავი სანდალოზი”.იგი გახლავთ მცენარე ცეზანპილიასებრთა ოჯახისა.იზრდებიან ტროპიკულ რეგიონებში და გავრცელებული არიან ცენტრალურ ამერიკაში,იუკატანეს ნახევარკუნძულზე (მექსიკა),იამაიკაზე და კოლუმბიაში,ამასთანავე იგი გავრცელებულია აზიის ზოგიერთ ტროპიკულ რეგიონებშიც.
ნესტორ-კაკა
ნესტორ-კაკა - ლათინურად “Nestor Meridionalis”,მოიხსენიებენ ასევე,როგორც “ახალზელანდიური კაკა”.იგი გახლავთ თუთიყუშისებრთა ოჯახის ფრინველი,რომლის სიგრძე 45 სანტიმეტრია,ხოლო წონით 550 გრამამდე იზრდებიან.
ცეფალოკორიდა
ცეფალოკორიდა - ლათინურად “Cephalocarida” წარმოადგენს კიბოსნაირთა ერთ-ერთ სახეობას,რომელშიც შედის მხოლოდ ცხრა სახეობა მცირე “ბენთოსური” ორგანიზმებისა (ზღვისა და კონტინენტური წყალსატევების გრუნტში ან გრუნტზე ბინადარი ორგანიზმების ერთობლიობა).
ალპაკა
ალპაკა - გახლავთ შინაური ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახისა და იგი წარმოადგენს ჰუანაკანოს მოშინაურებულ რასას.
აბანოზი
აბანოზი - (Diospyros ebenum) გახლავთ აბანოზისებრთა ოჯახის ძვირფასმერქნიანი მცენარე,რომელიც დღემდე მიჩნეულია,მსოფლიოში ყველაზე “ძვირადღირებულ” ჯიშის სახეობად,სხვა ნებისმიერ მცენარეთა შორის (მისი ერთი კუბური მეტრი 100 000 ამერიკული დოლარი ღირს).
არგუსი
არგუსი - წარმოადგენს,ულამაზეს ფრინველს ხოხბისებრთა ოჯახის – ქათმინაირთა ჯიშისა.მისი გავრცელების არეალი მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას,კერძოდ: კუნძულ ბორნეოს,სუმატრასა და მალაის არქიპელაგის ჯუნგლებს.
სამოთხის ტარანგა
სამოთხის ტარანგა - ლათინურად “Tangara chilensis”,წარმოადგენს ულამაზეს ფრინველს ტარანგასნაირებთა ოჯახის,ბეღურასნაირთა სახეობისა.მათი გავრცელების უმთავრესი არეალია,აღმოსავლეთ კოლუმბიიდან – ჩრდილოეთ ბოლივიის ჩათვლით,ბრაზილია,საფრანგეთის გვინეა და გაიანა.
ჰუანაკო
ჰუანაკო - ლათინურად “Lama guanicoe”,წარმოადგენს ძუძუმწოვარ ცხოველს ლამასებრთა სახეობის,აქლემისებრთა ოჯახისა.პირველად აღნიშნული ცხოველის შესახებ ევროპელებს ინფორმაცია მიაწოდა დიდმა ესპანელმა გეოგრაფმა,სასულიერო პირმა და ისტორიკოსმა – პედრო სესა დე ლეონმა (1518-1554 წლები),თავის მეირ 1553 წელს დაწერილ უმნიშვნელოვანეს წიგნში “პერუს ქრონიკები”.
წითელკუდა იაკამარა
წითელკუდა იაკამარა - წარმოადგენს მგალობელ ფრინველს იაკამარესებრთა სახეობის,კოდალასებრთა ოჯახისა.მათი გავრცელების ძირითადი არეალებია მექსიკის ტყეები,ასევე ცენტრალური ამერიკის ტროპიკებიდან სამხრეთ ამერიკის ტროპიკებამდე ტერიტორიები,ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილის ჩათვლით.