Category Archives: ფილოსოფია
Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
“საზოგადოება,რომელიც თვითგადარჩენის ინსტიქტით ცხოვრობს,საზოგადოება,რომელიც მხოლოდ ფიზიკურ არსებობაზე ზრუნავს, – მოქმედებს მგლის კანონით,იმარჯვებს ფიზიკურად ძლიერი,ფეხს იკიდებს შური,გაუტანლობა და უნდობლობა,ბოროტება.
მარკუს ტულიუს ციცერონი ამბობდა…
“თუ ჩვენთვის მიუწვდომელია მეცნიერება და განათლება,ან არ ძალგვიძს მისი დაჭაშნიკება,იმის უნარი მაინც უნდა შეგვწევდეს,აღვფრთოვანდეთ სხვისი ცოდნით”.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“უსამართლობა უსამართლოსათვის უკურნებელი სენივით სასიკვდილოა, და თავისი ბუნებით სწორედ ეს მომაკვდინებელი ბოროტება კლავს ყველას,ვინც უსამართლოა, – ვის ხელად,ვის კი ნელ-ნელა”.
“მდუმარეთა დასი”
“მდუმარეთა დასი” – წარმოადგენდა გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსის,მისტიკოსის,ფილოსოფოსისა და “პითაგორას თეორემის” ავტორის – პითაგორა სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) მოწაფეებს,რომლებსაც დაწესებული წესის თანახმად ეკისრებოდათ ხუთწლიანი დუმილი.
მესტრიუს პლუტარქე – “მეგობრობის” შესახებ…
“ჭეშმარიტი მეგობრობა სამ რამეს ანიჭებს უპირატესობას: სათნოებას,როგორც მშვენიერს,სიახლოვეს,როგორც სასიამოვნოს და სარგებლობას,როგორც აუცილებელს”.
ძველბერძენი გენიოსების დიალოგი – “საკვების” შესახებ…
კლეოდოროსი: “გაშლილი სუფრა სხვა არა არის,თუ არა საკურთხეველი იმ ღმერთებისა,რომლებიც მეგობრობასა და სტუმართმოყვარეობას მფარველობენ? თალესი ხომ ამტკიცებს,დედამიწის გაქრობით მთელი სამყარო აირევაო; იგივე მოხდება სახლშიც: საჭმელ-სასმელი თუ არ იქნა,აღარც კერიის ცეცხლი იქნება,აღარც კერია,აღარც თასები და აღარც სტუმარმასპინძლობა,რაც ყველაზე ამაღლებული და კაცთმოყვარული ურთიერთობაა ადამიანთა შორის.
ეპიქტეტეს ფილოსოფიიდან…
“საგანთაგან ზოგი ჩვენზეა დამოკიდებული,ზოგი კი არა.ჩვენზეა დამოკიდებული: განსჯა,ნებელობა,სურვილი,ზიზღი,მოკლედ ყოველივე ის,რაც ჭეშმარიტად ჩვენი საქმეა.ჩვენგან დამოუკიდებელია:
ფსევდო-ლონგინეს ფილოსოფიიდან…
“ჩემო ძვირფასო მეგობარო,კაცთათვის უკვე ჩვევად იქცა თავიანთი თანამედროვეებისა და თანამედროვეობის განუსჯელად გმობა.მაგრამ დაფიქრდი: მშვიდობის დღევანდელი საყოველთაო სუფევა ხომ არ არის მაღლად მხედთა აშკარა უკმარისობის მიზეზი,ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,მშვიდობის სუფევა კი არა,იმ მარადიული ომის გრიგალი,რომელიც მოსვენებას არ აძლევს,გამუდმებით ამღვრევს და აბორგებს ჩვენს სურვილებს თუ ქვენა გრძნობებს?
მარკუს ავრელიუსის ფილოსოფიიდან…
“რაც უნდა ვიყო,მაინც ეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ: ხრწნადი სხეული,სასიცოცხლო ძალის მკრთალი გამოვლენა და შინაგანი მძღოლი”.
სოკრატე ამბობდა…
“ზოგიერთი ლოცულობდა,ღმერთო,შვილი მომეციო,მაგრამ როცა მიეცათ,საშინელი უბედურება დაატყდათ თავზე: ზოგ-ზოგის შვილი ბოლომდე წყალწაღებული დარჩა და მთელი სიცოცხლე გაუმწარდათ; ზოგს კი,მართალია,კარგი შვილი გამოუვიდა,