Category Archives: ფილოსოფია
მერაბ კოსტავა წერდა…
“თუკი სიკვდილი მართლაც ჩვენი დაა,რად არ გვახსოვს ჩვენი წინა ცხოვრებები ისევე,როგორც გვახსოვს ჩვენი გუშინდელი,გუშინწინდელი,ან თუგინდ შარშანდელი დღე? მაგრამ განა კი გვახსოვს ადრეული ბავშვობის დღეები და ან ჩვენი დაბადება?
კეფალე – ფილოსოფია “სიბერის” შესახებ…
“ჩემი ხნის ხალხი ერთად ვიკრიბებით ხოლმე,რითაც ვამართლებთ ძველ ანდაზას.თავს რომ მოვიყრით,ბევრი ჩვენგანი სინანულით იგონებს სიჭაბუკეში განცდილ სხვადასხვა სანუკვარ სიამოვნებას – სასიყვარულო განცხრომას,ქეიფს,ღრეობას და სხვა მისთანათ,თანაც ისე ბუზღუნებენ,თითქოს დიდი რამ დაეკარგოთ:
სოკრატეს დიალოგიდან…
” – განა მოიძებნება მოქალაქეთა მანკიერი და სამარცხვინო აღზრდის უფრო სარწმუნო საბუთი,ვიდრე ის,რომ დახელოვნებული ექიმებისა და მსაჯულების გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ არა მარტო მდაბიორებსა და ხელოვნებს,არამედ იმათაც,ვისაც თავი მოაქვს კეთილშობილური აღზრდით?
მესტრიუს პლუტარქეს ფილოსოფიიდან…
ერთხელ რომში კეისარს ვიღაც მდიდარი უცხოელები დაუნახავს,რომლებიც უბეში ჩასმული ძაღლისა და მაიმუნის ნაშიერებს ეალერსებოდნენ.გაოცებულ კეისარს უკითხავს: “ნუთუ თქვენში ქალები ბავშვებს არ შობენო?”
პლატონი წერდა…
“მხოლოდ ერთ რამეს ძალუძს,ბოროტებას დაუდოს ზღვარი და ხალხს მოუტანოს ხსნა; ესაა ღვთაებრივი მადლით ფილოსოფოსის სიბრძნესთან შერწყმული მეფის ძალაუფლება,რომელიც ბოროტების მძლეველსა და დამთრგუნველ უზენაეს სიკეთეს დაამკვიდრებს. – ნეტარია ჭეშმარიტი ბრძენიც და ნეტარნი არიან ბრძენის ბაგეთაგან მომდინარე სიტყვების მსმენელნიც.
გრიგოლ რობაქიძის ფილოსოფიიდან…
“უწინარეს ყოვლისა,ადამიანი უფრთხის საკუთარი თავის ბოლომდე წვდომას. და,ჭეშმარიტად,საკმარისია,თუნდ ერთი წამით წარმოდგენა იმისა,რომ სამყარო მთლად გამჭირვალდა და ჩვენ უეცრივ ძირამდის შევიცანით ერთიმეორე,რომ შიშისზარი ჩვენი უწმინდურობისა გვაიძულებს,ან თავი დავიშთოთ სავსებით,ან კიდევ “თავზარის ხარხარით” დამანჭულ ტუჩებით ჭკუიდან შევცდეთ სრულიად.შიშვლად სვლა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთ;
14 წლის ლუკა – “უბრალოდ ნააზრევი”
“ტყუილი – ეს ხომ სიმართლეა… არც ერთი ტყუილი არ არსებობს,რომელიც სიმართლე არ არის და არც ერთი სიმართლე არ არსებობს,რომელიც ტყუილი არ არის.ალბათ გსმენიათ ისეთი ტყუილიც,რომელსაც მხოლოდ იმიტომ ამბობენ,რომ ცუდი არაფერი მოხდეს.
“ცინიზმი”
“ცინიზმი” – წარმოადგენს აგდებულ დამოკიდებულებას დამკვიდრებული საზოგადოებრივი მორალის,ზნეობრივი ნორმებისადმი და თავხედურ გულახდილობას,ისეთი რამისადმი,რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს.ცინიკოსი ადამიანების მიმართ შემდეგ განმარტებას აკეთებენ – “ცინიკოსმა ყველაფრის ფასი იცის,მაგრამ ღირებულება – არაფრის”.
“ვინ არის კარგი ექიმი და კარგი მსაჯული?” – (სოკრატეს და გლავკონის დიალოგიდან…)
გლავკონი: – რას იტყვი სოკრატე: სჭირდება თუ არა ჩვენს სახელმწიფოს კარგი ექიმები და კარგი მსაჯულები? კარგი ექიმები კი უპირატესად ისინი არიან,ვის ხელშიაც ყველაზე მეტ ჯანმრთელსა და ავადმყოფ ადამიანსაც გაუვლია.იგივე ითქმის მსაჯულებზედაც; ყველაზე უკეთეს მსაჯულებად ისინი უნდა მიგვაჩნდნენ,ვისაც ათასი ჯურის ხალხთან ჰქონია საქმე.
არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიიდან…
“ადამიანის ატანა რომ შეძლო,უსულო საგნებზე უნდა წვრთნა და ავარჯიშო შენი მოთმინება,საგნებზე,რომლებიც მექანიკური და, საერთოდ,ფიზიკური აუცილებლობით,ხელს უშლიან ჩვენი ზრახვების ხორცშესხმას,რისი მოწმენიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით.