Category Archives: ფილოსოფია
ნიკოლო მაკიაველი – “განსჯები ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ”,პროლოგში წერდა
”განსჯები ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ” – დიდმა იტალიელმა მოაზროვნემ,ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ – ნიკოლო მაკიაველმა (1469-1527 წლები),მისი უმნიშვნელოვანესი წიგნის – “მთავარის” დასრულებისთანავე დაწერა,თუმცა მასზე ადრე 1531 წელს გამოაქვეყნა იგი.
“ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიის” შესახებ…
“ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია” – უდიდესმა ავსტიელმა ფსიქოლოგმა,ფსიქიატრმა და ნევროლოგმა - სიგიზმუნდ შლომო ფროიდმა (იგივე – ზიგმუნდ ფროიდმა),დაწერა 1901-1904 წლებში.აღნიშნულ წიგნში მან,ბოლომდე მაინც არ ახსნა,რატომ ერევა ასე არაცნობიერი,ადამიანის ცხოვრებაში.
ბლეზ პასკალის ნააზრევი…
“რატომ არ გვაღიზიანებს ფეხმრუდი და რატომ გვაღიზიანებს გონებამრუდი? აი,რატომ: ფეხმრუდი აღიარებს,რომ ჩვენ სწორად დავდივართ,ჭკუანაღრძობს კი ჰგონია,რომ ჭკუა ჩვენ თვითონ გვაქვს ნაღრძობი.ამიტომ სიბრალულს კი არ იწვევს,არამედ გვარისხებს და გვაღიზიანებს.
ადამანტეს მიმართვა – სოკრატეს…
- ვინ გაბედავს,სოკრატე,რაიმე დაუპირისპიროს შენს მოსაზრებებს? მაგრამ თუ იცი,რას განიცდიან შენი მსმენელები,როცა საკუთარ აზრს გამოთქვამ?
გლავკონის ფილოსოფიიდან…
“ხალხის თვალში თუ უსამართლო ვჩანვარ,ვერავითარ სარგებელს ვერ ვეღირსები,პირიქით,სიმძიმილისა და ზარალის გარდა სხვა არაფერი მელის.ხოლო უსამართლო კაცს,რომელმაც იმდენი მოახერხა,რომ სამართლიანის სახელი მოიხვეჭა ხალხში,ბედი უღიმის და ღმერთივით უზრუნველად ცხოვრობს.
თრასიმაქე – “რა არის სამართლიანობა?!”
“ყოველი ხელისუფლება ცდილობს მისთვის ხელსაყრელი კანონები ჰქონდეს: დემოკრატია დემოკრატიულ კანონებს აქვეყნებს,ტირანია – ტირანიულს და ასე შემდეგ.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
” – ვიდრე სახელმწიფოში არ გამეფდებიან ფილოსოფოსები,ანდა ისინი,ვისაც დღეს მეფეებსა და მბრძანებლებს უწოდებენ,ნამდვილ და კეთილშობილ ფილოსოფოსებად არ იქცევიან,
თრასიმაქეს ფილოსოფიიდან…
“სამართლიანი კაცი ყველგან წაგებული რჩება უსამართლოსთან შედარებით.უწინარეს ყოვლისა,ეს ეხება კერძო პირთა ურთიერთობას: როცა ორივე ერთსა და იმავე საქმეს ასრულებს,ვერსად ნახავ,რომ საბოლოო ანგარიშწორებისას სამართლიანი კაცი უსამართლოზე მეტს იღბდეს;
გლავკონის ფილოსოფიიდან…
“როგორც ამბობენ,ბუნების თანახმად,უსამართლობის ჩადენა კარგია,მისი ატანა კი – ცუდი; მაგრამ უსამართლობის ატანა გაცილებით უფრო ცუდია,ვიდრე მისი ჩადენაა კარგი.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ღირსეული ადამიანები უარს აცხადებენ მმართველობაზე.მათ არც თქვენი ფული უნდათ და არც პატივი: მათ არ სურთ დაქირავებულად იწოდებოდნენ,აშკარად რომ იღებენ გასამრჯელოს, – და არც ქურდებად,მალულად რომ ითბობენ ხელს თავიანთი თანამდებობის წყალობით