Category Archives: საოცარი სამყარო
“ბერენიკეს თმები”
“ბერენიკეს თმები” - ასტრონომიაში, ჩრდილოეთის ცის მცირე ზომის,კაშკაშა ვარსკვლავებს მოკლებული ის თანავარსკვლავედია,რომელიც 64 ვარსკვლავისაგან შედგება.თანავარსკვლავედი მდებარეობს გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსზე.იგი განთავსებულია მენახირის, ქალწულის,ლომისა და მწევრების თანავარსკვლავედებს შორის.
“ამერიკული ლომი”
“ამერიკული ლომი” – ინგლისურ ენაზე – “American Lion”,წარმოადგენს გადაშენებულ მტაცებელ ძუძუმწოვარს კატისებრთა ოჯახის,ლომების ქვესახეობისა.ისინი ბინადრობდნენ ამერიკის კონტინენტზე,პლეისტოცენის პერიოდში (დედამიწის ისტორიის მეოთხედი პერიოდის შუა ეპოქა).
ჰირაკოთერიუმი
ჰირაკოთერიუმი - წარმოადგენდა ცხენისებრთა ოჯახის,გადაშენებული გვარის ერთ-ერთ უპირველეს სახეობას დედამიწაზე.
დიმორფოდონი
დიმორფოდონი - ლათინური სახელწოდება – “Dimorphodon”,წარმოადგენდა მტაცებელთა ჯგუფის,გადაშენებულ ქვეწარმავალთა სახეობის ფრინველს,არქოზავრების ქვეკლასისა.
“პლანეტა ურანის” შესახებ…
მზის სისტემაში ყველაზე ცივ პლანეტად მიჩნეულია “ცისფერი” პლანეტა - ურანი.იგი მზის სისტემის მეშვიდე პლანეტაა მზიდან დაცილების კუთხით.სპეციალისტები პლანეტებს – ურანსა და ნეპტუნს,მიაკუთვნებენ “ყინულოვანი გიგანტების” კლასიფიკაციის პლანეტათა რიგს.
“დიდი ძაღლის VY” – გალაქტიკის ყველაზე დიდი ვარსკვლავი…
დღემდე აღმოჩენილ ყველზე დიდ ვარსკვლავად გალაქტიკაში მიჩნეულია “დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის” უდიდესი ვარსკვლავი,სახელწოდებით - “დიდი ძაღლის VY”,იგივე “VY canis majoris”.
თრიქონოდანტი
თრიქონოდანტი - გახლდათ რიგი უძველესი ძუძუმწოვრებისა Allotheria-ს კლასისა.თანამედროვე ფაუნის სამყაროში არ არსებობს მათი შთამომავლები,შესაბამისად ისინი გადაშენებულ ცხოველთა სახეობას განეკუთვნებიან.
ფორორაკოსი
ფორორაკოსი - გადაშენებული ფრინველთა სახეობა ფორორაკოსებრთა ოჯახისა,რომელსაც მოიხსენიებენ როგორც “საშინელ ფრინველს”.ისინი ბინადრობდნენ მიოცენის პერსიოდში (დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი,რომელიც დაიწყო 23 მილიონი წლის წინად და დასრულდა დაახლოებით 5 მილიონ 332 ათასი წლის უკან).
ასტეროიდი – “(514) არმიდა”
ასტეროიდი “(514) არმიდა” - მზის სისტემის მთავარი სარტყლის ასტეროიდია,რომელიც აღმოჩენილ იქნა 1903 წლის 24 აგვისტოს დიდი გერმანელი ასტრონომის – მაქსიმილიან ფრანც იოზეფ კორნელიუს ვოლფის (1868-1932 წლები) მიერ,ცნობილი “ჰაიდელბერგ-კიონიგშტულის ობსერვატორიიდან” (გერმანია).
“დიცინოდონტები”
“დიცინოდონტები” - გახლდნენ ნამარხი ქვეწარმავლების რიგი ბალახითმკვებავი თერომორფების ქვეკლასისა.ბინადრობდნენ პერმული პერიოდის ბოლოს და ტრიასული პერიოდის დასაწყისში.