Category Archives: ხელოვნების ნიმუშები
ჯონ უილიამ უოტერჰაუსი – “ლედი შალოტიდან”
“ლედი შალოტიდან” - დიდი ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვრის - ჯონ უილიამ უოტერჰაუსის (1849-1917 წლები) მიერ 1888 წელს დახატული ყველაზე ცნობილი ტილოა. იგი გახლავთ პირველი ვერსია სურათებისა,რომელიც მიეძღვნა ცნობილი ინგლისელი პოეტის – ალფრედ ტენისონის პოემას – “ჯადოქარი შალოტი”.
გუსტავ კლიმტი – “ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I”
“ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I” - უდიდესი ავსტრიელი მხატვრის და ავსტრიულ ხელოვნებაში მოდერნიზმის ფუძემდებლის - გუსტავ კლიმტის (1862-1918 წლები) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტილოა.
კლოდ მონე – “შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა”
“შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა” - გენიალური ფრანგი მხატვრისა და იმპრესიონიზმის მიმდინარეობის ფუძემდებლის ხელოვნებაში - კლოდ მონეს (1840-1926 წლები) მიერ დახატული დიდებული ტილოა.
ედვარდ მუნკი – “ავადმყოფი გოგონა”
“ავადმყოფი გოგონა” – გენიალური ნორვეგიელი მხატვრისა და გრაფიკოსის – ედვარდ მუნკის (1863-1944 წლები) ცნობილი ტილოა,რომელიც მხატვარმა 1886 წელს დახატა
სალვადორ დალი – “ომის სახე”
“ომის სახე” - გახლავთ გენიალური ესპანელი მხატვრის - სალვადორ დალის (1904-1989 წლები) მიერ შექმნილი ტილო,რომელიც მხატვარმა დახატა 1940 წელს.ეს გახლავთ პერიოდი,როდესაც სალვადორ დალი ამერიკაში იმყოფებოდა და სადაც მან რვა წელი გაატარა მეუღლესთან ერთად.
ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერი – “იკაროსის დატირება”
“იკაროსის დატირება” - წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მხატვრის ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერის (1863-1920 წლები) მიერ 1898 წელს დახატულ ტილოს,სადაც ავტორმა მოტივად აიღო ძველბერძნული მითოლოგია “იკაროსისა და “დედალოსის” შესახებ.
მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო – “თომა მოციქულის ურწმუნოება”
„თომა მოციქულის ურწმუნოება” - ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვრისა და რეფორმატორის ევროპული მხატვრობისა XVII საუკუნეში - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს (1571-1610 წლები) ის გენიალური ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა ბიბლიური სიუჟეტიდან შექმნა.
იოჰან კრისტიან კლაუსენ დალი – “ვეზუვის ამოფრქვევა”
“ვეზუვის ამოფრქვევა” - გახლავთ დიდი ნორვეგიელი მხატვრის იოჰან კრისტიან კლაუსენ დალის (1788-1857 წლები) მიერ დახატული ტილო.1820 წელს მხატვარი მიემგზავრება იტალიაში,სადაც მცირე ხანი იცხოვრა რომში და მალევე გადადის ნეაპოლში.
მიქელანჯელო ბუონაროტი – “წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება”
“წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება” - გახლავთ იტალიური “კვატროჩენტოს ეპოქის” (ხელოვნების ეპოქა XV საუკუნისა,რომელიც მოიცავს პერიოდს ადრინდელი იტალიური აღორძინებისა) გენიალური ნამუშევარი,ასევე გენიალური იტალიელი მოქანდაკის,მხატვრისა და არქიტექტორის -მიქელანჯელო ბუონაროტისა (1475-1564 წლები).
გუსტავ კაიბოტი – “ფორთოხლის ხეები”
“ფორთოხლის ხეები” – ინგლისურ ენაზე – “Les orangers”,წარმოადგენს დიდი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრისა და კოლექციონერის (მოიხსენიებენ,როგორც – “ფილატელიის მამა”) – გუსტავ კაიბოტის (1848-1894 წლები) მიერ 1878 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ შესანიშნავ იმპრესიონისტული ჟანრის სურათს.