Category Archives: ხელოვნების ნიმუშები
ფიოდორ რეშეტნიკოვი – “კვლავ ორიანი”
“კვლავ ორიანი” - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს,რუსი მხატვრისა და სოციალისტური რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ფიოდორ რეშეტნიკოვისა (1906-1988 წლები).
კარლ შპიცვეგი – “წიგნის ჭია”
“წიგნის ჭია” - ინგლისურ ენაზე “The Bookworm”,წარმოადგენს დიდებულ ნამუშევარს,გამოჩენილი გერმანელი მხატვრის,ილუსტრატორისა და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის “ბიდერმაიერის” სტილის -კარლ შპიცვეგისა (1808-1885 წლები).
ჯონ უილიამ უოტერჰაუზი – “ბედისწერა”
“ბედისწერა” - წარმოადგენს შესანიშნავ სურათს,დახატულს დიდი ინგლისელი მხატვრის - ჯონ უილიამ უოტერჰაუზისა (1843-1917 წლები).რომლის შემოქმედებასაც სპეციალისტები მიაკუთვნებენ გვიანდელ სტადიას პრერაფაელიზმისა.სურათი დახატულ იქნა 1900 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით.
იან სტენი – “ლოთები”
“ლოთები” - ინგლისურ ენაზე “The Drinker”,წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს,დიდებული ნიდერლანდელი მხატვრის - იან სტენისა (1626-1679 წლები),რომლის შემოქმედებაც,განსაკუთრებულად გამოირჩევა ყოველდღიური ცხოვრების სცენების იუმორისტული ჟანრის გადმოცემით.
ალბრეხტ დიურერი – “მოგვთა თაყვანისცემა”
“მოგვთა თაყვანისცემა” - ინგლისურ ენაზე “The Aboration of Magi”,წარმოადგენს გენიალურ სურათს დახატულს 1504 წელს,უდიდესი გერმანელი ფერმწერის,გრაფიკოსისა და ხელოვნების თეორიტიკოსის -ალბრეხტ დიურერისა (1471-1528 წლები).
გუსტავ კლიმტი – “ქალის სამი ასაკი”
“ქალის სამი ასაკი” - წარმოადგენს გენიალური ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრისა და ვენის არტ-ნუვოს მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის - გუსტავ კლიმტის (1862-1918 წლები) დიდებულ ნამუშევარს,რომელიც მხატვრის მიერ დახატულ იქნა 1905 წელს,ზეთის საღებავით ტილოზე.
ედგარ-ჟერმენ-ილერ დე გა (ედგარ დეგა) – “აბსენტი”
“აბსენტი” - ფრანგულ ენაზე “L’Absinthe”,წარმოადგენს უდიდესი ფრანგი მხატვრის და იმპრესიონისტული მოძრაობის ორიგინალური წარმომადგენლის ედგარ-ჟერმენ-ილერ დე გას (1834-1917 წლები),მიერ 1876 წელს შექმნილ ბრწყინვალე სურათს.იგი დახატულ იქნა ტილოზე ზეთის საღებავით.
დომენიკო გირლანდაიო – “მოხუცი შვილიშვილთან”
“მოხუცი შვილიშვილთან” - იტალიურ ენაზე “Ritrato di vecchio con nipote”,წარმოადგენს დიდებული იტალიელი მხატვრის,ფლორენციული სამხატვრო სკოლისა და კვატროჩენტოს თვალსაჩინო წარმომადგენლის - დომენიკო გირლანდაიოს (1449-1494 წლები),მიერ 1490 წელს დაფაზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) შექმნილ შედევრ-ტილოს.
ფრანსისკო გოია – “გოიას კურნავს ექიმი არიეტა”
“გოიას კურნავს ექიმი არიეტა” - ინგლისურ ენაზე “Self-portait with Dr arrieta”,წარმოადგენს გენიალური ესპანელი ფერმწერის,გრავიორისა და გრაფიკოსის - ფრანსისკო ხოსე გოია ი ლუსიენტეს (1745-1828 წლები),იგივე ფრანსისკო გოიას მიერ 1820 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ სურათს.
სალვადორ დალი – “პორტ-ლიგატას მადონა” (პირველი ვერსია)
“პორტ-ლიგატას მადონა” (პირველი ვერსია) – ინგლისურ ენაზე “The Madonna of Port Lligat”,წარმოადგენს გენიალური ესპანელი მხატვრის,ფერმწერის,გრაფიკოსის და სკულპტორის - სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკის (1904-1989 წლები),მიერ 1949 წელს,ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებულ “შედევრ” სურეალისტური ჟანრის სურათს.