Category Archives: ხელოვნების ნიმუშები
მერი კასატი – “ბავშვის დაბანა”
“ბავშვის დაბანა” – წარმოადგენს გამოჩენილი ამერიკელი მხატვრის,გრაფიკოსისა და იმპრესიონიზმის სახვითი ხელოვნების დიდოსტატი ქალის – მერი კასატის (1844-1926 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტილოს.
ანდრეა მანტენია – “მკვდარი ქრისტე”
“მკვდარი ქრისტე” – წარმოადგენს რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრისა და პადუას სახვითი სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის – ანდრეა მანტენიას (1431-1506 წლები) მიერ ტილოზე ტემპერათი დახატულ შედევრ-სურათს.
“დიდი ფრანგული კამეა”
“დიდი ფრანგული კამეა” – წარმოადგენს ონიქსის მინერალური ქვისაგან ბრწყინვალე ოსტატობით დამზადებულ ხუთ ფენიან კამეას (ქვა ან ნიჟარა,რომელზედაც რელიეფურად ამოკვეთილია ჩუქურთმა),რომელიც სპეციალისტთა მოსაზრებით დამზადებული უნდა იყოს ახ.წ.აღ-ით 23 წელს.
ტიციანო ვეჩელი – “ბახუსი და არიადნე”
“ბახუსი და არიადნე” – წარმოადგენს იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის გენიალური წარმომადგენლის – ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ მითოლოგიური ჟანრის მქონე შედევრ-სურათს.
პიერ ოგიუსტ რენუარი – “გასეირნება”
“გასეირნება” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის - პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით ფრანგული იმპრესიონიზმის სტილში დახატულ შედევრ-სურათს.
ვასილი პეროვი – “სამეული”
“სამეული” – წარმოადგენს გამოჩენილი რუსი მხატვრისა და პერედვიჟნიკების ამხანაგობის (რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება,რომელიც შეიქმნა 1870 წელს პეტერბურგში) ერთ-ერთი ფუძემდებლის – ვასილი პეროვის (1833-1882 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ემოციურად დატვირთული ჟანრის მქონე დიდებულ სურათს.
ჟან დეზირე გიუსტავ კურბე – “ქალი თუთიყუშით”
“ქალი თუთიყუშით” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი ფერმწერის,პეიზაჟისტისა და პორტრეტისტის - ჟან დეზირე გიუსტავ კურბეს (1819-1877 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ შედევრ-სურათს.
პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “მიზანთროპი”
“მიზანთროპი” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის – პიტერ ბრეიგელი “უფროსის” (1525-1569 წლები) მიერ ტილოზე ტემპერათი დახატულ ღრმა შინაარსის მქონე შედევრ-სურათს.
ადოლფ უილიამ ბუგერო – “ვენერას დაბადება”
“ვენერას დაბადება” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის სალონური აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ იმ შედევრ-სურათს,რომელსაც დღემდე სახვითი ხელოვნების კრიტიკოსები ბუგეროს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ფერწერულ ნამუშევრად აღიარებენ (სულ ბუგეროს ფუნჯს 826 სურათი მიეკუთვნება).
ფოქს მედოქს ბრაუნი – “გამომშვიდობება ინგლისთან”
“გამომშვიდობება ინგლისთან” – წარმოადგენს დიდი ინგლისელი მხატვრის,პოეტისა და პრერაფაელისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ფოქს მედოქს ბრაუნის (1821-1893 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტონდოს (მრგვალი ფორმების მქონე სურათი ან ბარელიეფი).