Category Archives: ხელოვნების ნიმუშები

მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო – “ავადმყოფი ბახუსი”

“ავადმყოფი ბახუსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორის – მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს (1571-1610 წლები) მიერ შექმნილ უკვდავ ქმნილებას.

რაფაელ სანტი – “მადონა და ყრმა წიგნით”

“მადონა და ყრმა წიგნით” – წარმოადგენს აღორძინების ხანის უმბრიულის სკოლის გენიალური იტალიელი ფერმწერის,არქიტექტორისა და გრაფიკოსის – რაფაელ სანტის (1483-1520 წლები) მიერ ზეთის საღებავებით დაფაზე დახატულ შედევრ-სურათს.იგი რაფაელის მიერ დახატულ იქნა დაახლოებით 1500-1504 წლებში.სურათის სიმაღლე 52 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 38 სანტიმეტრი. 

ედუარ მანე – “ნავში”

“ნავში” – წარმოადგენს დიდი ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტის,იმპრესიონიზმის ფუძემდებლისა და გრავიორის - ედუარ მანეს (1832-1883 წლები) მიერ დახატულ შესანიშნავ სურათს.

რაფაელ სანტი – “კაუპერის დიდი მადონა”

“კაუპერის დიდი მადონა” – წარმოადგენს უმბრიული სკოლის გენიალური იტალიელი მხატვრის,არქიტექტორისა და გრაფიკოსის – რაფაელ სანტის (1483-1520 წლები) მიერ 1508 წელს დახატულ შედევრ-სურათს.

კაცუშიკა ჰოკუსაი – “კანაგავას დიდი ტალღები”

“კაგანავეს დიდი ტალღა” – წარმოადგენს დიდი იაპონელი გრავიორის,ილუსტრატორის,მხატვრისა და უკიიოს სახვითი ხელოვნების სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - კაცუსიკა ჰოკუსაის (1760-1849 წლები) მიერ ხეზე დახატულ უნიკალურ გრავიურას.

ფრანჩესკო აიეცი – “კოცნა”

“კოცნა” – წარმოადგენს დიდი იტალიელი მხატვრისა და XIX საუკუნის შუანახევრის რომანტიზმის წამყვანი ხელოვანის - ფრანჩესკო აიეცის (1791-1882 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ შედევრ-სურათს.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “აყვავებული ნუშის ტოტები”

“აყვავებული ნუშის ტოტები” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ, 1890 წელს ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ შედევრ-სურათს.

მარკ შაგალი – “თეთრი ჯვარცმა”

“თეთრი ჯვარცმა” – წარმოადგენს ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგი მხატვრის – მარკ შაგალის (1887-1985 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ ტრაგიკული სიუჟეტის მქონე სურათს.

ტიციანო ვეჩელი – “დანაოსი”

“დანაოსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და აღორძინების ეპოქის ვენეციური სკოლის უდიდესი წარმომადგენლის - ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ შედევრ-სურათს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – და კადორეს (როგორც მას სიცოცხლეში მოიხსენიებდნენ),სახვითი ხელოვნების სპეციალისტები და ექსპერტები დღემდე ისეთი “კორიფეების” გვერდით აყენებენ,როგორებიცაა – ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო ბუონაროტი და რაფაელ სანტი.

ალბრეხტ დიურერი – “მადონა ყრმასთან და წმინდა ანასთან”

“მადონა ყრმასთან და წმინდა ანასთან” – წარმოადგენს გენიალური გერმანელი მხატვრის,გრაფიკოსისა და ქსილოგრაფიის (ტექსტის ან სურათის ტვიფრა ხეზე შემდგომი გამრავლებისთვის) უდიდესი ევროპელი ოსტატის – ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) მიერ ხეზე გადაჭიმულ ტილოზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) დახატულ შედევრ-სურათს.