Category Archives: მეცნიერება

“კავლის პრემია”

“კავლის პრემია” - ინგლისურ ენაზე  - ”Kavli Prize”,წარმოადგენს პოპულარულ სამეცნიერო პრემიას,დაფუძნებულს დიდი ნორვეგიული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ფილანტროპის,მეცენატისა და მულტიმილიონერის - ფრედ კავლის,მიერ 2007 წელს.

რიჩარდ უოლინგფორდელი

რიჩარდ უოლინგფორდელი - დაიბადა 1292 წელს უოლინგფორდში,ოქსფორდშირის საგრაფოში (ინგლისი),მჭედლის ოჯახში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ მათემატიკოსს,ასტრონომს,საათის აწყობის შესანიშნავ ოსტატს და რომლის სახელი დაკავშირებულია,პირველი ევროპული თხზულების გამოქვეყნებასთან,რომელიც სრულიად მიძღვნილი იყო ტრიგონომეტრიაზე.

კვინტუს ასკონიუს პედიანუსი

კვინტუს ასკონიუს პედიანუსი - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 9 წელს,იტალიის ქალაქ პადუაში (ადრინდელი პატავიუმი – ვენეტოს რეგიონი).იგი წარმოადგენდა დიდ ძველრომაელ მწერალსა და ფილოლოგს,რომელმაც აღიარება,გენიალური ძველრომაელი ფილოსოფოსის,ბრწყინვალე ორატორისა და პოლიტიკოსის – მარკუს ტულიუს ციცერონის,გამოსვლების კომენტარებით მოიპოვა.

აპოლონიოს დისკლოსი

აპოლონიოს დისკლოსი - დაიბადა ალექსანდრიაში,მნეზიფეას ოჯახში და მოღვაწეობდა ახ.წ.აღ-ით II საუკუნეში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ალექსანდრიელ (ძველბერძენ) გრამატიკოსს იმ პერიოდისა.

კაროლინა ლუკრეცია გერშელი

კაროლინა ლუკრეცია გერშელი - დაიბადა 1750 წლის 16 მარტს,გერმანიის ქალაქ ჰანოვერში,სამხედრო მუსიკოსის ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ანგლო-გერმანელ ასტრონომ ქალს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ახალი კომეტის აღმოჩენა,რაც პირველი ოფიციალური შემთხვევა არის ასტრონომიის ისტორიაში,ქალი-მეცნიერის მიერ კომეტის აღმოჩენისა.

რასმუს ბართოლინუსი

რასმუს ბართოლინუსი - დაიბადა 1625 წლის 13 აგვისტოს,დანიის ქალაქ როსკილეში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ (ინტელექტუალთა) ოჯახში.მისი თორმეტი უახლოესი ნათესავი კოპენჰაგენის ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორები გახლდნენ.იგი წარმოადგენდა დიდ დანიელ მეცნიერს,მედიკოს,ანატომს,ფიზიკოსსა და მათემატიკოსს. (ავტორი გენია.ჯი)

კონრად ზაქარიას ლორენცი – “ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა”

კონრად ზაქარიას ლორენცი (1903-1989 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ავსტრიელ ზოოლოგს,ზოოფსიქოლოგსა და ორნითოლოგს,რომელიც ფუძემდებელი გახლდათ – “კლასიკური ეთოლოგიისა” (ცხოველთა და ადამიანთა ქცევის შედარებითი ზოოლოგიის მეთოდებით შემსწავლელი მეცნიერება).

ალ-ბატატი

ბუ აბდალაჰ მუჰამედ იბნ ჯაბირ სინან ალ-ბატატი - დაიბადა 858 წელს,შუამდინარეთის უძველეს ქალაქ ჰარარში (თანამედროვე შანლიურლფას პროვინცია თურქეთი).იგი წარმოადგენდა შუასაუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს ასტრონომსა და მათემატიკოსს.

აგლაონიკე

აგლაონიკე - რომელსაც ასევე მოიხსეინიებდნენ,როგორც აგანისე თესალიელი,მოღვაწეობდა ჩვ.წ.აღ.მდე II საუკუნეში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გამოჩენილ ძველბერძენ სწავლულს და პირველ ასტრონომ-ქალს ძველი საბერძნეთისა.

ჰენრიხ ფონ ტრეიჩკე

ჰენრიხ ფონ ტრეიჩკე - დაიბადა 1834 წლის 15 სექტემბერს,გერმანიის ქალაქ დრეზდენში,საქსონიელი სამხედრო პირის (ოფიცრის) ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ გერმანელ ისტორიკოს,ლიტერატურულ კრიტიკოს,პროფესორსა და ავტორს ნაშრომისა – “გერმანიის ისტორია მე-XIX საუკუნეში” (გამოიცა ხუთ ტომად).