Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „დევიდ კოპერფილდი”

„როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს ახალი სამშობლო, – მაინც ძალიან ძნელია დავიწყება ძველისა”.

ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „გივი შადური”

„ჰოი, მტანჯველო ქვეყანავ ჩემო, შენთან ცხოვრებაც ჯოჯოხეთია, რადგან გვიყვარხარ, ხოლო უშენობაც ჯოჯოხეთია, რადგან ისევ გვიყვარხარ. და იმ ქვეყნად ჩვენ რომ სამოთხეში შევიდეთ და შენ კი ჯოჯოხეთში აღმოჩნდე, იქაურობას მივანგრევთ და ისევ შენთან ჯოჯოხეთში გადმოვალთ”.

ამონარიდები ჯემალ რატიანის რომანიდან – „მდინარესა და მთებს გაღმა”

„ულმობელია ცხოვრება, დაუნდობელი დრო”.

ამონარიდები ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობიდან – „ციკო”

„ფული საპონსა ჰგავს… ურემი რომ ჭრიჭინს დაიწყებს, საპონს ამოსცხებენ და გაჩუმდება; ვაი იმას, ვისაც ღერძის გასაჩუმებელი საპონი ვერ უშოვნია”.

ამონარიდები მირონ ხერგიანის წიგნიდან – „დღეს ღამე უთენებია”

„ადიდებულ მდინარესავით ათას საზრუნავს გამორიყავს წუთისოფელი”.

ამონარიდები ჯემალ რატიანის რომანიდან – „მდინარესა და მთებს გაღმა”

„ადამიანო, რა ამოუცნობი რამა ხარ!”

ამონარიდები თომას მანის მოთხრობებიდან…

„გულგახსნილობავ! მიამიტო, მოზეიმე გულგახსნილობავ, შენა ხარ ადამიანის მომშლელი და დამამცირებელი, უნაყოფო საცთურით აღსავსე საწამლავი, აზრისა და სიმშვიდის აღვირახსნილი მტერი; ნეტა რა უნდა იყოს შენზე საზარელი?” – (ბედნიერება)

ამონარიდები ონორე დე ბალზაკის მოთხრობებიდან…

„სიბრალული ისევე ამოატივტივებს ხოლმე უნიჭოებს, როგორც შურიანობა სძირავს დიდ შემოქმედებს”. – (პიერ გრასუ)

ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „სტუმარი”

„უბედურება ის არი, ავკაცობით ცნობილი პიროვნებებიც რომ მოწიწების ღირსნი ხდებიან ზოგჯერ ჩვენში”.

ამონარიდები რობერტ ლუის სტივენსონის რომანიდან – „ბატონი ბალანტრე”

„გინდათ დარტყმა – დაარტყით, იბრძოლეთ, გინდათ მოთმენა – მაშინ მოითმინეთ”.