Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანიდან – „წყურვილი სიცოცხლისა”

„ – მითხარი, განა ფული არ ხდის ადამიანს ცხოველად?

- დიახ. სწორედ ისევე, როგორც უფულობა”.

„ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან”

„დღეს ერთი, ხვალ სხვა, საბოლოოდ კი ყველანი ჩრდილად იქცევიან. უმჯობესია, ვაჟკაცურად დასტოვო საწუთრო და ვნებით გულაღზნებული წახვიდე იმქვეყნად, ვიდრე წლიდან წლამდე საწყალობლად დაჩაჩანაკდე”. – ჯეიმზ ჯოისი (მიცვალებულნი)

ამონარიდი პროსპერ მერიმეს მოთხრობიდან – „ეტრუსკული ლარნაკი”

„მე რომ კუზიანი ვყოფილიყავი, ამისათვის თავს არ მოვიკლავდი და მშვენიერთა გულების დაპყრობის იმედს არ გადავიწყვეტდი. ჯერ ერთი. მე მხოლოდ ორი ჯურის ქალებს მივმართავდი; ან ისეთებს, რომელნიც ბუნებით მგრძნობიარენი და გულჩვილნი არიან, ან ისეთებს (და მათი რიცხვი დიდია), რომლებსაც ორიგინალობის პრეტენზია აქვთ.

ამონარიდები ჯეიმზ ჯოისის რომანიდან – „ულისე”

„საკუთარ არსებაში დავიარებით და ვხდებით ყაჩაღებს, მოჩვენებებს, გოლიათებს, ბებრებს, ყმაწვილებს, ცოლებს, ქვრივებს, რაყიფ ძმებს. მაგრამ ისევ და ისევ, მუდამ საკუთარ თავს ვხვდებით”.

ამონარიდი ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანიდან – „წყურვილი სიცოცხლისა”

„ – მუშაობა? ფუი, რა სისულელეა! რა ფასი აქვს ჩემს ნახატებს? ვის სჭირდება? ვინ იყიდის მათ? ან ვინ იქნება, რომ ერთი გამამხნევებელი სიტყვა მაინც წამოსცდეს, მითხრას, მშვენივრად დაგინახავს ბუნება და ლამაზად გადმოგიხატავსო!

ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები”

„უსიტყვო შემოხედვა, იმის შეგრძნება, რომ გაგაჩნია თუნდაც ერთი ადამიანის თანაგრძნობა, როდესაც ყველამ მიგატოვა, წარმოადგენს ღერძს, დასაყრდენს, ნუგეშს – დიდ უბედურებაში, რომელსაც ვერავითარი განძი ვერ გამოისყიდის”.

ამონარიდები პროსპერ მერიმეს ლიტერატურული ქმნილებიდან – „არსენ გიიო”

„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, როცა ერთი გროშიც არ გააჩნია”.

ამონარიდები პროსპერ მერიმეს ნოველებიდან…

„ რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის რჩევა, ოღონდ ის კარგი იყოს”. – (კარმენი)

ამონარიდები ჰაინრიხ ბიოლის რომანიდან – „უკაცო სახლი”

„მამაკაცი იმაზე უკეთეს ვერაფერს შესთავაზებს ქალს, თუ არა – ცოლად გამომყევიო”.

ამონარიდები სეი სიონაგონის დღიურების კრებულიდან – „მარტოობის ჟამს ჩანაწერები”

„ჩემს თავზე მევე მეცინება – მეც ყველაფრის გაგება რომ მომინდა!”