Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები რეზო ინანიშვილის მოთხრობებიდან…

„ – ბავშვობიდანვე უცნაურად მიყვარდა სიცოცხლე, მაგრამ ამ სიბერის ჟამს უფრო შემიყვარდა, სასაცილოა, არა?” – (სახსოვარი)

ამონარიდები კარლოს ფუენტესის რომანიდან – „არტემიო კრუსის სიკვდილი”

„გახსოვდეს, რომ ერთხელაც იქნება ძალმომრეობა იმასვე მოგიზღვავს, მეორე მხრიდან მოგიტრიალდება, როცა შენ, როგორც ახალგაზრდას, მოგინდება შეურაცხყო ის, რაზეც, როგორც მოხუცს, მადლობა უნდა გეთქვა”.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – რაც უნდა ილაპარაკონ იდეალისტებმა, სულიერ მოთხოვნილებაზე მაღლა მაინც ხორციელი სურვილი დგას. და ჩვენ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სულის გაფურჩქვნის საწინდარი მაძღარი კუჭია”… – ექტორ მუხიკა (მეოცნებე ჭიჭყინა)

ამონარიდები ლიონ ფოიხტვანგერის რომანიდან – „ესპანური ბალადა”

„როცა ვინმეზე მრისხანებთ, ნუ გაექცევით მის სიახლოვეს. მიდით მასთან, თავმდაბლად დაუკარით თავი და უთხარით მშვიდად, ყოველგვარი ღვარძლიანობის გარეშე ყველაფერი, რაც მის გამო გულსა გტკენთ. კვლავ არაკრაკდება სიყვარულის წყარო და თქვენს შორის უკეთესი ის იქნება, ვინც პირველად მოიხრის ქედს”.

ამონარიდი ალვარო იუნკეს ნოველიდან – „ბულბულას ქომაგი გამოუჩნდა”

„ – თხუთმეტი შემისრულდა დღეს. თავი კი ოცდაათისა მაინც მგონია. მე ბავშვთა თავშესაფრიდან ვარ. იქიდან ერთმა ბებერმა ქალბატონმა გამომიყვანა და კინაღამ სული ამომხადა ჯოხის ცემითა და ლოცვებით. დავკარ ფეხი, გავექეცი და გამასწორებელ სახლში არ ამოვყავ თავი?!

ამონარიდები ლათინოამერიკელი მწერლების მოთხრობებიდან…

„რაკი ერთხელ დაადგები რომელიმე გზას, მერე ამ გზიდან გადახვევა შეუძლებელი გეჩვენება, თან გზასაც ეჩვევი და მიდიხარ და მიდიხარ”. – ონელიო კარდოსო (მარჯნის მერანი)

ამონარიდი პაულ თომას მანის რომანიდან – „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება”

„სიყვარული, ძვირფასო ზუზუ, მხოლოდ შეყვარებულობაში როდი ძევს, სადაც ჩვენდა გასაოცრად, ერთი განცალკევებული სხეული მეორისთვის უსიამო აღარ არის. იგი ყველგან ტოვებს ნაზ ნაკვალევს, რაღაცით მიანიშნებს თავის არსებობას და ამ ქვეყანას ასე მოეფინება.

ამონარიდები რეზო ინანიშვილის მოთხრობებიდან…

„ქალი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი როდის არის, იცი? როცა გულაღმა წევს, თვალები ცრემლებით აქვს სავსე და თან იცინის, იცინის”… – (თაფლობის თვე)

ამონარიდები კარლოს ფუენტესის რომანიდან – „არტემიო კრუსის სიკვდილი”

„იყო ის, ვისიც ეშინიათ და სძულთ? სწორედ ეს ნიშნავს იყო ღმერთი”.

ამონარიდები გაბრიელ გარსია მარკესის რომანიდან – „პატრიარქის შემოდგომა”

„ღარიბები ისეთ ვარსკვლავზე არიან დაბადებული, ნეხვს რომ ფასი დაედოს, უკანალის გარეშე მოევლინებიან ამ ქვეყანას”.