Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ჩვილი გულის პატრონი დღევანდელ მკაცრ ცხოვრებას ვერ გაუძლებს”. – მიხეილ ჯავახიშვილი (დამდნარი ჯაჭვი)

ამონარიდი ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”

„ბედს კი უთქვამს: ვინც მომიხმარს,წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო,მაგრამ თქმა ერთია და სინამდვილე მეორე.უფრო სწორედ,ადამიანმა ათქმევინა ბედს,წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო,მაგრამ გინდაც მართლა ასე იყოს,ამქვეყნად იმდენი კარია ბედის მომლოდინე,ხოლო წელიწადში იმდენად ცოტა დღეა,

ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობიდან – „რკინის საცერი”

„დედაკაცი გველია და ჭკუაც გველისა აქვს. მამაკაცს შეუჩნდება,სულსა და გულში ჩაეღვრება,ჯერ ბუზივით უკბენს,მერმე მისდგება და ისე გაავსებს თავისი აზრით და ნებით,როგორც კოკას ავსებენ ხოლმე”.

ამონარიდი ემილ ზოლას რომანიდან – „ქალთა ბედნიერება”

„მაღაზიები სწორედ ქალების გამო ექიშპებიან ერთმანეთს,სწორედ ქალების მახეში გაბმას ცდილობენ,როცა ვიტრინებით ახვევენ თავბრუს,უღვიძებენ ახალ ვნებებს. მაღაზიები წარმოადგენენ უდიდეს ცდუნებას,რასაც ქალი საბედისწეროდ აჰყვება ხოლმე:

ამონარიდები ლორენს სტერნის ნაწარმოებიდან – „სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში”

„სიღატაკის შვილები გარს რომ შემოგეხვევიან, ნურავინ იტყვის, „ჯანდაბას მაგათი თავიო” – ეგ ხომ იგივეა, ძნელ გზას გაუყენოთ რამდენიმე წუთისოფელგაარმებული კაცი თუ ქალი, რომლებიც უმაგისოდაც შავ დღეში არიან”.

ამონარიდები ლორენს სტერნის გენიალური იუმორისტული ჟანრის რომანიდან – „ჯელტმენი ტრისტამ შენდის ცხოვრება და შეხედულებანი”

„რაკი ყველანი ბაზრის შესახებ მონაგების მიხედვით მსჯელობენ, – მე დედამიწას ისევ და ისევ ვაცხადებ ყველაზე მურდალ და უმაქნის სამყაროდ,რომელიც კი ოდესმე წარმოქმნილა”.

ამონარიდები თედორე დოსტოევსკის მოთხრობიდან – „თეთრი ღამეები”

„რა ჩქარა მიფრინავს წლები! და კვლავ კითხულობ: რა უყავი შენს წლებს? სად დაასამარე შენი საუკეთესო ხანა? ცხოვრობდი თუ არა შენ?

ამონარიდი შტეფან ცვაიგის ლიტერატურული ესკიზიდან – „დოსტოევსკი”

„ევროპა? ვითომდა რაო? ეს ხომ ეკლესიის ეზოა,ეგებ ძვირფასი საფლავებითაც მოფენილი,მაგრამ ეს საფლავები ამყრალებულან სიდამპლისაგან,რომელიც ახალი მოსავლისათვის სასუქადაც კი აღარ გამოდგება.

ამონარიდები შტეფან ცვაიგის ნოველიდან – „ლეგენდა ტყუპ დებზე”

„სამყაროს შემქმნელმა,როცა მამაკაცს ჰქმნიდა,რაღაც უკუღმა შეჰქმნა,ამიტომაა,რომ დედაკაცებისაგან იმის საწინააღმდეგოს მოითხოვენ,რასაც ისინი სთავაზობენ.

ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „მარტის მამალი”

„მშობლის საფლავის მომშლელი,თავადაც ვერ ეღირსება დამარხვას,იმიტომ რომ,მშობლის საფლავი თავისებური,შეიძლება,უცნაური განძთსაცავიცაა შთამომავლისთვის,რამდენადაც განძი,ამ შემთხვევაში,სხვა არაფერია,თუ არა მიწიერი სიმშვიდე და მარადიული სასუფეველი”.