Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ჰენრიკ სენკევიჩის რომანიდან – „ვიდრე ჰხვალ”
„ჭეშმარიტება,სადღაც ისე მაღლა სადგურობს,რომ თვითონ ღმერთებსაც ოლიმპოსის მწვერვალიდან ვერ დაუნახავთ იგი”.
ამონარიდები შტეფან ცვაიგის ნოველიდან – „ფანტასტიკური ღამე”
„ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს,ის არაფერს არ დაჰკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში,იმას ესმის ყველა ადამიანის გულისთქმა”.
ამონარიდები ანატოლ ფრანსის გენიალური ავტობიოგრაფიული ქმნილებიდან – „სიცოცხლის ყვავილობა”
„თუ საღად ვიმსჯელებთ,თუ ჩვენი ქვეყნის მსგავსად შექმნილ ყველა პლანეტაზე ცხოვრობს,ან იცხოვრებს სულდგმული,თუ იქაური მცხოვრებელებიც იმავე კანონებს ემორჩილებიან,რომელთაც ჩვენ ვმონებთ,ბოროტებას არა ჰქონია საზღვარი; მას უსასრულო სამყარო მოუცავს და ბრძენ კაცს ისღა დარჩენია,გაექცეს სიცოცხლეს,ანდა მასხრად აიგდოს იგი”.
ამონარიდები ივანე ბუნინის ლიტერატურული ქმნილებიდან – „ლიკა”
„მხოლოდ ერთი და იგივე სახელები უძლებს საუკუნეებს!
ამონარიდები ალექსანდრე პუშკინის მოთხრობებიდან…
„ისარგებლე სიცოცხლით,ვიდრე ჯერ კიდევ არ აღმდგარხარ მკვდრეთით”. – (რომანი წერილებად)
საყურადღებო ამონარიდი ნოდარ დუმბაძის რომანიდან – „მზიანი ღამე”
„ – სად ხარ,ძმაო,დაგვხოცე შიმშილით! – გაუჯავრდა გურამი.
- შენთვის მეცალა,შე კაცო? ვერ ხედავ,ვინ გვესტუმრა?!.
ამონარიდი ვიქტორ-მარი ჰიუგოს მოთხრობიდან – „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა”
„სიკვდილით დასასჯელი!
აბა,ვითომ რათ არაო? ადამიანნი,არ მახსოვს,რომელ წიგნში ამოვიკითხე,სადაც კარგად თქმული ამაზე მეტი არა იყო რა,ადამიანნი თავის ბოლომოუღებელ ზრუნვებით ყველანი სიკვდილგადაწყვეტილნი არიან.მაშ ჩემ მდგომარეობაში რაღა იგეთი განსხვავებაა?
ამონარიდები გოდერძი ჩოხელის მოთხრობებიდან…
„ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა.განსაწმენდელია,სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე.არ უნდა ემონო ხორცს,თორემ როცა გაეყრები,მონადყოფილს უიმისობა გაგიჭირდება.ხორცი იგივეა,რაც წიგნისათვის ქაღალდი,ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს,რომ მარად იცოცხლოს,თორემ მოვა მსაჯული და სანაგვეში გადაისვრის”. – (ჩრჩილის აღსარება)
ამონარიდები ჩეხი მწერლების ნაწარმოებებიდან…
„საოცარია ხელები… სანამ უსაქმოდ არიან,ბალღზე უმწეონი ჩანან,მაგრამ მცირედიც საკმარისია,ქვეყნიერება გადააბრუნონ”. – ირჟი კრშენეკი (ვინ დაამარილა ზღვა)
ამონარიდი ბოგუმილ გრაბალის მოთხრობიდან – „საგანგებო დანიშნულების მატარებელი”
„ – წყეული სექსუალური საუკუნე! ყველაფერი მრუშობითაა განმსჭვალული!