Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდი ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „საბრალონი”

„ღვინო მწყურია,რომ სიცოცხლე დავივიწყო! არ ვიცი,სწორედ,ვისი გამოგონილია სიცოცხლე,მაგრამ საზიზღარი კი არის! წამიერია და გროშად არა ღირს! კისერს მოიტეხს,ვინც ცოცხალია! სიცოცხლე სურათია მიმზიდველი და თან შხამიანი.ბედნიერება – ძველი ჩარჩოა,მარტო ერთ მხარეს შეღებილი.

ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს პიესიდან – „ეგმონტი”

„თუკი მოვალენი ვართ თავი გავწიროთ ათასეული ადამიანებისათვის,იმის უფლებაც გვაქვს,იმავე ადამიანთა გულისათვის თავს გავუფრთხილდეთ”.

ამონარიდი რევაზ მიშველაძის ნოველიდან – „უფანდუროდ ნამღერი”

„არ დაიღალოთ და არ მოგწყინდეთ,ამ ერთს გთხოვთ მხოლოდ.სიმართლის გასაღები მარტო ჩვენ გვაქვს ჯიბეშიო,ამასაც ნურასოდეს იფიქრებთ.კაცს ფიქრის გაცხადების რომ შეეშინდება,ის კაცი თქვენი ერთგული ვერ იქნება,ბაბა.

ამონარიდები ბორის პასტერნაკის რომანიდან – „ექიმი ჟივაგო”

„ყველა დედა – დიდი ადამიანის დედაა და მათი ბრალი როდია,მერე და მერე წუთისოფელი ზოგიერთ პირმშოს ხელს თუ მოუცარავს”.

ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „საბრალონი”

„ – როგორ არა ვთქვა? მკვდრებისთვისაც კი არ არის თანასწორობა!

ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „გამქრალი ოცნებანი”

„დიდი პიროვნებები უსინდისობის ჩადენით სულმდაბალ ადამიანებს არ ჩამოუვარდებიან მაგრამ,დიდი პიროვნებები უსინდისობას ფარულად ჩადიან”.

ამონარიდი ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „გამქრალი ოცნებანი”

„თქვენ რომ ისტორიაში მოვლენათა ადამიანური მიზეზები გეძებნათ იმის ნაცვლად,რომ დაგეზეპირებინათ მასზე გაკრული ეტიკეტები,ისწავლიდით როგორ მოქცეულიყავით.ფაქტების თავმოყრიდან ალალბედზე გამორჩეულმა ამგვარმა შემთხვევებმა მიმიყვანეს შემდეგ კანონამდე:

ამონარიდები ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან…

„ცოცხლები მკვდრებს ისე მაგრად უხვევენ პირს,თითქოს ეშინიათ სიკვდილის შემდეგ ის არა თქვან,რაც სიცოცხლეში დაუმალავთ,რითაც დაღუპულან და რაც იმ ქვეყნად გაჰყოლიათ დარდად.სიკვდილის შემდეგ არა თქვანო, – ეშინიათ,შევრცხვებით,თავი მოგვეჭრება…” – ჯემალ თოფურიძე (დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია)

ამონარიდები ბორის პასტერნაკის რომანიდან – „ექიმი ჟივაგო”

„ასე მგონია,შესაძლებელი რომ ყოფილიყო ადამიანში მთვლემარე მხეცის შეკავება მუქარით,სულ ერთია,საპყრობილე იქნებოდა ეს თუ საიქიოს წარსაგებელი,კაცობრიობის უზეშთაესი ხატება თავშეწირული მოძღვარი კი არა,მათრახიანი საცირკო მომთვინიერებელი იქნებოდა.

ამონარიდები ლიტერატურული ქმნილებებიდან…

„ოჯახი არის ჩვენი უმაღლესი ბედნიერება, მაგრამ ჩვენი სუსტი წერტილიც არის”. – ალექსანდრე სოლჟენიცინი (ეგო)