Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები მიგელ ანხელ ასტურიასის რომანიდან – „დამარხულთა თვალები”

„ვაი მას, ვინც ღამით არ ფხიზლობს! ვაი მას, ვინც უცხოელს კარს არ უკეტავს! ვაი მას, ვინც დაივიწყა, რომ დაკრძალულთ თვალები გახელილი აქვთ და სამართლიანობის გაბატონების დღეს მოელიან, რათა თვალები იმ დღეს დახუჭონ და მშვიდობით განისვენონ”.

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„სირცხვილი ცოტაა იმასთან,სოფელმა რომ აკლება იცის,მტრის კარს,მის ყბაში ჩავარდნა,ნიანგის ყბა სალოცავ ხატად მოგეჩვენება მერე.დიდი ყბა აქვს სოფელს!” – (ტატე)

მწვავე სატირული ამონარიდები რომენ როლანის ნაწარმოებიდან – „ლილიული”

„წესრიგის კაცი გახლავართ და პატივს ვცემ მთავრობას, – ყველა მთავრობას, რომელიც კი არსებობს, ჩემი პრინციპია კარგ ურთიერთობაში ვიყო ყველასთან, ვინც ძლიერია.

ამონარიდები რაბინდრანათ თაგორის მოთხრობებიდან…

„ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის,ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს”. – (მოჰამაია)

ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე”

„პატიოსანი ქალის ვერავითარი ტრფიალი,თვით ღვთისმოშიში მანდილოსნის სიყვარულიც კი,ერთი ბეწოთიც ვერ შეედრება ხასის თავდადებას უდიდესი ბოროტმოქმედებისადმი”.

ამონარიდი ონორე დე ბალზაკის გენიალური ქმნილებიდან – „კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე”

„კაცობრიობის უდიდეს დრამაში კაენი წინააღმდეგობის გამომხატველია.თქვენც ადამის შთამომავალი ხართ,კაენის ძეთა ნაშიერი,ხოლო კაენის მოდგმის გულში ეშმაკი მუდმივ აჩაღებს კოცონს,რომლის ნაპერწკალიც თავდაპირველად ევას მოხვდა.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„დედაკაცი,გენიალური ჯალათი,უნიჭიერესი მწვალებელი, იყო და ყოველთვის იქნება მამაკაცის დამღუპველი”. – ონორე დე ბალზაკი (კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე)

ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას ბრწყინვალე ნოველიდან – „ძაღლების საუბარი”

„მკაცრი კანონის ქება ერთი საქმეა,საკუთარ ზურგზე ამ კანონის წვნევა კი მეორე.სიტყვიდან საქმემდე ერთი ნაბიჯი როდია”.

ამონარიდები ოთარ ჭილაძის დიდებული რომანიდან – „რკინის თეატრი”

„კაცს ან თავის მოკვლა უნდა შეგეძლოს,ან სხვისი მოკვლა,ან სხვისთვის სიკვდილი”.

ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნოველებიდან…

„რა თქმა უნდა,სავსებით კანონიერი და სამართლიანია,მშობლები რომ შვილებს ყველაფერში მორჩილებას სთხოვენ,შვილები მშობელთა ნებას უნდა ასრულებდნენ,მაგრამ არანაკლებ ბუნებრივი და კანონიერია ისიც,რომ მშობლებმა ნება დართონ შვილებს,თავის გუნებისად,თავისი სურვილის მიხედვით ამოირჩიონ ცხოვრების თანამგზავრი”.