Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ის სიყვარული რა სიყვარულია, მსხვერპლის გაღების თუ ეშინია?” – ანტონ ჩეხოვი (ძვირფასი ძაღლი)

ამონარიდი ანტონ ჩეხოვის მოთხრობიდან – „კინკრიჟა”

„აბა დააკვირდით ცხოვრებას: ძლიერთა თავხედობა და უქმად ყოფნა, უძლურთა უმეცრება და პირუტყვობა. ირგვლივ აუტანელი სიღატაკე, სივიწროვე, გადაგვარება, ლოთობა, პირმოთნეობა, მატყუვრობა…

ამონარიდები ჯონათან სვიფტის ნაწარმოებიდან – „კასრის ზღაპრები”

„პატივმოყვარე კაცს,ვისაც სურს,რომ მის ლაპარაკს ბრბომ ყური უგდოს,იმის თავიც უნდა ჰქონდეს,რომ ხალხი უხეშად გადაქელოს,ირგვლივ მყოფი მიჭყლიტ-მოჭყლიტოს,იდაყვებით გზა გაიკაფოს და მანამდის იფოფხოს ზევით-ზევით,სანამ ყველას ზემოდან არ მოექცევა.

ამონარიდი რეზო ჭეიშვილის თხზულებიდან – „მეოთხე სიმფონია”

„რა გვაჩქარებს, სული რატომ გვისწრებს წინ?! ჩვენ ბოლოს და ბოლოს რამდენიმე წლის, დღის, წუთის, წამის შემდეგ ვეზიარებით საიდუმლოს, მაგრამ როდის,რომელი უსაზღვროობის უკან უნდა გაარკვიოს ჭეშმარიტება კაცობრიობამ,

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ყოველთვის ორი უკიდურესობის – სიკეთისა და ბოროტების,სინათლისა და სიბნელის შუა უნდა იარო; რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და გარდაიქმნება.

ამონარიდები ბოლესლავ პრუსის რომანიდან – „ფარაონი”

„რა ბედენაა სიცოცხლის სილამაზე,თუ მისთვის ჩვენ ანგარიშის გასწორება წამებითა და სისხლიანი ცრემლებით გვიხდება?”

ამონარიდები ჯოვანი ბოკაჩოს ნოველების დიდებული კრებულიდან – „დეკამერონი”

„ბევრია ისეთი, ვისაც ჰგონია, რომ სხვაზე მეტი იცის, ნამდვილად კი, სხვებზე ნაკლები იცის; ამიტომ ასეთი ხალხი თავისი ჭკუის იმედით არამცთუ სხვების რჩევას არ მიჰყვება, არამედ ცხოვრების სულ უბრალო კანონის წინააღმდეგაც მიდის. ასეთს ზნეობას ნიადაგ დიდი უბედურება მოჰყოლია და არავისა სმენია,

ამონარიდი ივანე ეფრემოვის რომანიდან – „თაის ათენელი”

„ – სხვადასხვა სარწმუნოების უგუნურ და თავდაჯერებულ ფილოსოფოსებს არაერთხელ მოუციათ,როგორც მათ ეგონათ,მომაკვდინებელი შეკითხვები: თუ ჩვენი ღმერთი ყოვლისშემძლეა,მაშინ რატომ უშვებს იგი,რომ ადამიანები ბრიყვები და ყეყეჩები არიან?

ამონარიდები ივანე ეფრემოვის რომანიდან – „თაის ათენელი”

„ჯერ არასოდეს მომხდარა, რომ დიდ გენიოსს, სარდალს, მბრძანებელს, რომელი ხალხის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს იგი, ადამიანებისათვის ბედნიერება მოეტანოს!

ამონარიდები ალექსანდრე ყაზბეგის რომანიდან – „მოძღვარი”

„ერთი გახსოვდეს… გახსოვდეს ყველგან და ყოველ ჟამს… სადაც არ უნდა იყო, როგორც უნდა იყო… უბრალო დღიური ლუკმის მუშად რო დარჩე, თუ შეიქნე მბრძანებელი მბრძანებელთა ზედა, – ნუ დაივიწყებ, რომ კაცი ხარ და შენს გარს მყოფნიც შენისთანა კაცები არიან!..