Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდი ჯეკ კერუაკის ნოველიდან – “დიდი სური”
“საკუთარი ლოთობა ისე არ მაწუხებს,როგორც ის რომ ამ “მიწიერი ცხოვრების” თვითმფრინავის დანარჩენ მგზავრებს საერთოდ არ ქენჯნით სინდისი – დილაობით მოსყიდული მოსამართლეები წვერს იპარსავენ და ღიმილით ემზადებიან თავიანთი საზარელი განურჩევლობისთვის,
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ვაჟკაცობა ისეთი რამეა, რასაც ვერ მოსთხოვ ადამიანს. როგორ უნდა იყოს ადამიანი ვაჟკაცი, თუ არა აქვს ეს ვაჟკაცობა, არა აქვს, გესმის, არ დაუტოვა მამამისმა ასეთი რამე და მორჩა”. – კოტე ჯანდიერი (ხანმოკლე შვებულება)
ამონარიდები შალვა დადიანის ისტორიული რომანიდან – „უბედური რუსი”
„ – ჩვენი უბედურებაც ესაა. სულ ყველაფერი უცხო მოგვწონს… მუდამ უცხოეთისაკენ ვიმზირებით, მაგრამ განა ბევრი ყოფილა თქვენგანი უცხოეთში?.. მე შემომივლია ეგ უცხოეთი: ვყოფილვარ ბაღდადს, მივლია მისრეთში, მინახავს განთქმული ბიზანტია, გადავსულვარ ვლახეთს, მომივლია სკვითთა ქვეყნები.
ამონარიდები ოსკარ უაილდის რომანიდან – “დორიან გრეის პორტრეტი”
“გწამდეთ,უაღრესი სათნოებაც ვერ გამოისყიდის იმ ადამიანის დანაშაულს თქვენ წინაშე,ვის სახლშიაც თითქმის გაციებული კერძი მოგართვეს”.
ამონარიდი შალვა დადიანის ისტორიული რომანიდან – “უბედური რუსი”
“ქართველები ფრიად შემკული ხალხია,მაგრამ ერთი დიდი ნაკლი ჰქონიათ: თავის-თავის ღალატი.უკეთუ მათგანი ვინმე ზეწამოიწია და გაღონიერდა,შემდეგ თავს მაღლა იღებს და ურჩობას იწყებს.თვით მეფესაც აღარ ეპუება,საზოგადოს ივიწყებს,საპირადოზე გადადის.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“არც ერთი საქმის გადადება და ყიორი არ ვარგა,მაგრამ სიკვდილის საქმე ისეთი რამეა,რომ მუდამ გადადებული სჯობია”. - დემნა შენგელაია (ბათა ქექეია)
ამონარიდები კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან – “დაპატიჟება კინოში”
” – ჩემო კარგო,კალიგულას იმედის მოსპობა რომ არ მოენდომებინა,ყოველვარ მხეცობას აპატიებდნენ.სწორედ ეს ვერ აპატიეს და ხმლებით აჩეხეს”.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს. ეს არის და ეს.” - ოსკარ უაილდი (დორიან გრეის პორტრეტი)
ამონარიდი ოსკარ უაილდის რომანიდან – “დორიან გრეის პორტრეტი”
“ადამიანის ცხოვრება ისე ხანმოკლეა,რომ სხვისი შეცდომების ტვირთად აკიდება რაღა საჭიროა? ყველა თავისი სურვილის მიხედვით ცხოვრობს და თავის ვალს თვითონვე იხდის.სავალალო და სამწუხარო მხოლოდ ის არის,რომ ადამიანს ერთი შეცდომის გამო ასე დაუსრულებლად სთხოვენ პასუხს და ანგარიშს უსწორებენ.თვით ბედისწერა ადამიანთან ანგარიშის გასწორების დროს არასოდეს მას ვალმოხდილად არ თვლის.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – “ბურუსი”
“აქამდე მეგონა, რო ყველა კეთილი და ჭკვიანი იყო, ადამიანების განსხვავება არ შემეძლო, ყველა მიყვარდა, რადგან მეგონა, ყველას ყველა უყვარდა; ყველას ვუჯერებდი, რადგან მწამდა, ყველა კეთილი და გონიერი იყო. მეგონა, ბოროტებს, შურიანებს, ხარბებს, ძუნწებს, პატივმოყვარეებს, სხვადასხვა ყაიდის სულელებს მხოლოდ ოდესღაც ეცხოვრათ ქვეყნად და გადაშენებულიყვნენ;