Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდი ჯეკ ლონდონის რომანიდან – “მარტინ იდენი”

“რედაქტორების დიდი უმრავლესობა,მთელი ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი,ხელმოცარულები არიან.თავის დროზე მწერლობა უცდიათ და არაფერი გამოსვლიათ.არ გეგონოს,თითქოს შემოქმედების დიდ სიხარულს თავისივე ნებით ამჯობინეს გულგამაწვრილებელი სარედაქციო მუშაობა და გამუდმებით მონურ შიშში ყოფნა – როგორ გავრცელდება ეს ჩვენი გამოცემა ან გაქნილ გამომცემლებს რა მოვუხერხოო.არა,სცადეს უკვე წერა და ჩაფლავდნენ.

ამონარიდები მიხეილ ბულგაკოვის რომანიდან – „ოსტატი და მარგარიტა”

„თქვენ ღირსეულად არ აფასებთ ადამიანის თვალებს. დამერწმუნეთ, ენას შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი – არასოდეს!

ამონარიდები ალბერ კამიუს რომანიდან – “შავი ჭირი”

“თუ კაცს სურს კაცთა უბედურება გაინაწილოს,ბედნიერებისთვის თავის დღეში დრო არ დარჩება,ან ერთი უნდა აირჩიოს,ან მეორე”.

ამონარიდები ართურ კონან დოილის ნაწარმოებიდან – “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”

“განა ცოტაა ისეთი ხალხი,რომლებიც თვითონ არ ბრწყინავენ ნიჭით,მაგრამ სხვა ადამიანებში ნიჭის ნაპერწკალს აღანთებენ.ესეც საგულისხმო ნიჭი და უნარია”.

ამონარიდები ვირჯინია ვულფის რომანიდან – “მისის დოლოვეი”

null“სიმართლე ისაა,რომ ადამიანებს არც გული შერჩენიათ,არც სიკეთე,არც რწმენა.არ იციან,რა არის ქველმოქმედება.მხოლოდ წუთიერ სიამოვნებაზე ფიქრობენ.ჯოგურად ნადირობენ,უდაბნოს ქვიშაზე კვალს ტოვებენ და ყვირილით ინთქმებიან უდაბნოში.დაცემულებს მარტო ტოვებენ.მუდამ ამაზრზენი ნიღბები უკეთიათ.მატყუარები არიან”.

ამონარიდები გრიგოლ ძოწენიძის მოთხრობებიდან…

“ქალური ცნობისმოყვარეობა ინსტიქტზე ძლიერია; როგორც ტარაბაგანა,ქალი ხშირად მსხვერპლი ხდება თავის ქალური ცნობისმოყვარეობისა.მონღოლეთში მონადირეებმა კარგად იციან,რომ მფრთხალი ტარაბაგანას უცნაური ცნობისმოყვარეობა მის შიშზე და თავდაცვის ინსტიქტზე ძლიერია.

ანტონ ჩეხოვის მოთხრობა – “სიხარული”

„ღამის თორმეტი საათი იყო. აღგზნებული და თმაგაჩეჩილი შევარდა მიტია კულდაროვი მშობლების ბინაში და მთელი ოთახები შემოირბინა.დედ-მამა უკვე დასაძინებლად ემზადებოდა.დაია ლოგინში იწვა და რომანის ბოლო გვერდს კითხულობდა.ძმებს,გიმნაზიის მოწაფე ბიჭებს,ეძინათ.

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესებიდან…

“მამაკაცებს ბევრი რამ არ გესმით.ქალს,რასაკვირველია,ხელმოცარული კაცი უფრო მოეწონება,ვიდრე ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილი,რადგან ჩვენ მოქმედი სიყვარული გვხიბლავს,გესმის?

ამონარიდები ლევან სანიკიძის წიგნიდან – “დავითიან-თამარიანი ანუ რომელმან აღაშენა, რომელმან დაამშვენა”

“სწორედ ასეა: ქართველი, მაშ რისი ქართველი იქნება, თუ სხვა რომელიმე ქართველის უფროსობა ითმინა!

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – “სიცოცხლის ხარკი”

“არასოდეს ზედმეტი არაა,კაცმა თავისი ცხოვრების მიმდინარეობას თვალი მიადევნოს,ყოველი ფაქტი აწონ-დაწონოს,ცალკეული ამბები ერთმანეთთან დააკავშიროს და დასკვნა გამოიტანოს.