Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ჯეკ ლონდონის რომანიდან – “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”

“მე მოხეტიალე კაცის ღირსეულ ცხოვრებას ვეწევი.ჩემი ცხოვრება,მართლაც,ფრიად საინტერესოა:

ამონარიდი თედორე დოსტოევსკის ნაწარმოებიდან – „მკვდარი სახლის ჩანაწერები”

„არიან ადამიანები, ავაზასავით სისხლზე დაგეშილნი. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ეგ უფლება, ეს განუსაზღვრელი ბატონობა სხეულზე, სისხლსა და სულზე თვისივე მსგავსი ადამიანისა, ქრისტეს კანონით იმგვარადვე შექმნილი თავისივე ძმისა; ვისაც გამოუცდია უფლება და სრული შესაძლებლობა ღვთისაგან გაჩენილ მეორე არსების უზომოდ დამცირებისა, ის უკვე როგორღაც ნება-უნებლიეთ ხდება თავისივე შეგრძნებების მონა.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„კაცი რომ გულს დაჰკარგავს, ამ საუკეთესო კაცურს ღირსებას, მაშინ ის პირ-აკრულ ბრაზიან მგლად არის გადაქცეული. სანამ მისი საბელი ხელში გაქვს მაგრად დაჭერილი, მანამდის შენი მორჩილია და

ამონარიდები გიორგი წერეთლის ნაწარმოებიდან – “კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა”

“თუ ქმარს კაცური ღირსება აქვს, მხნე მშრომელია, მტკიცედ მისდევს კეთილ გზას და ცოლქმრობის დამოკიდებულებაში არ უყვარს ძალდატანება, ან ჩხუბი, თუ ცოლი მეგობრად, თავის სწორად მიაჩნია,

ამონარიდი რეზო ჭეიშვილის თხზულებიდან – „მეოთხე სიმფონია”

„გადაიგრიალებს საუკუნეები უჩვენოდაც; დაიბადებიან დიდი მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მეამბოხენი, თუჯისთავიანი პოლიტიკოსები; შეაბრუნებენ ჩარხს ისტორიისას და ვერ შეაჩერებენ დროს; ერთნაირად მოეფინება მზე ვარდთა და ნეხვთა და ჟამთააღმწერლები შეასხამენ ხოტბას დიქტატორებს,

ამონარიდები ვასილ ბარნოვის რომანიდან – „მიმქრალი შარავანდედი”

„ეშმა ჰბაძავს შემოქმედს და თვისგან მოვლენილ ბიწიერ მოქმედებას აძლევს სპეტაკს აღმაფრენის სახეს. თუ გულს არა ჰკითხე, მარტო თვალის დაკვრით ვერ გაარჩევ ამ ორ მოქმედებას, გარეგნობით ერთგვარს, ხოლო შინაარსით სულ სხვადასხვას.

ამონარიდები როჟე მარტენ დიუ გარის დიდებული რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”

„გოეთეს მიაჩნდა, რომ უსამართლობასა და უწესრიგობას შორის არჩევანი უნდა გაკეთდეს: და თვითონ უსამართლობას ირჩევდა. მე კი სხვა აზრისა ვარ!

ამონარიდები ფრანსუა რაბლეს რომანიდან – „გარგანტუა და პანტაგრუელი”

„გულისა ტკენა ათასმა რამემ იცის, მაგრამ ყოვლისა უფრორე სამძიმო ის არი, ვისგანაც წყალობასა და სიამტკბილობასა მოელი, ავსა და ბოროტს რომ მოგაგებს”.

ამონარიდი ჯონათან სვიფტის ტეტრალოგიიდან – “გულივერის მოგზაურობა”

“ხანდახან ომებს იწვევს მეფეთა პატივმოყვარეობა: მათ ხომ სულ ჰგონიათ,რომ არც საკმაო ხალხი ჰყავთ სამართავად და არც საკმაო მიწა გაგვაჩნია; ხანდახან გათახსირებული მინისტრები აბამენ ომში მეფეებს,რათა ამით ჩაახშონ ანდა გეზი შეუცვალონ სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ მიმართულ ხალხის ფართო მასების სამართლიან უკმაყოფილებას.

ამონარიდები წიგნებიდან…

“მზე, რადიკალურად სოციალისტური ნირის მნათობი,მცირეთა შორის ერთადერთი ობიექტია,ვისი სათავისოდ ექსპლოატაციაც ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა,რადგან არ არსებობენ ციურ სხეულთა მესაკუთრენი,მზე თავისუფალია და მისი შუქი ერთნაირად მოეფინება მშიერი კაცის გამომშრალ კანსაც და მაძღრის ქონით გაპოხილ ღიპსაც”. - იოზეფ როთი